აბუ-დაბიში ნაცემი გაბიტაშვილი პოლიციიდან გამოუშვეს, უშვებენ სხვა დაკავებულებსაც - წყარო

6 hours ago 3

აბუ-დაბიში რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, 16 იანვარს, თითქმის სამდღიანი გამოკითხვების დასრულების შემდეგ, პოლიციიდან გამოუშვეს ლაშა გაბიტაშვილი, - რომელსაც „ქართული ოცნების“ წევრები თავს დაესხნენ.

სავარაუდოდ, მალე გამოუშვებენ „ოცნების“ წარმომადგენლებსაც, მათ შორის ვიქტორ სანიკიძესა და ირაკლი ზარქუას.

წყაროს ცნობითვე, ყველა მათგანი გამოშვებულია სასამართლო სხდომამდე, რომელიც მომდევნო კვირაში გაიმართება.

მანამდე მათ არაბთა გაერთიანებული საამიროების დატოვება ეკრძალებათ.

რადიო თავისუფლება ცდილობს ინფორმაციის დაზუსტებას.

ლაშა გაბიტაშვილის გამოშვების შესახებ ინფორმაციას გაბიტაშვილის მეგობრებზე დაყრდნობით ავრცელებს სამოქალაქო აქტივისტი ნენსი ვოლანდიც.

ინფორმაცია განახლდება

სრულად წაკითხვა