აგრომაღაზია ბარაქა: ყველაფერი, რაც თქვენს მეურნეობას სჭირდება

1 week ago 4

სოფლის მეურნეობაში თავდაუზოგავი შრომა არის ის, რაც რეალური შედეგის მომტანია. ფერმერის ყოველდღიურობა გამოწვევებითაა აღსავსე, სადაც აუცილებელია სამეურნეო კულტურების მოყვანისთვის პროდუქციის სწორად შერჩევა, რომლებიც დაეხმარება მცენარეს ზრდა-განვითარებაში.

სწორედ, ამიტომ აგრომაღაზია “ბარაქა” გთავაზობთ უკლებლივ ყველა იმ პროდუქტს, რომლებიც თქვენი მოსავლის მოყვანისთვისაა საჭირო. აქ დაგხვდებათ სოკოვანი დაავადების და მავნებლების წინააღმდეგ გამოსაყენებელი პრეპარატები, ასევე მცენარის გამოკვებისთვის აუცილებელი ნიადაგში შესატანი და ფოთლოვანი შესხურების სასუქები. ახლა კი, გავეცნოთ აგრომაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქტების ძირითად კატეგორიებს და გავიგოთ, თუ რატომ არის მათი გამოყენება მნიშვნელოვანი: 

  • ფუნგიციდები

ფუნგიციდები არის ქიმიური საშუალებები, რომლებიც გამოიყენება სოკოვანი დაავადებების (მაგალითად, ჭრაქის, ნაცრის, სიდამპლის) კონტროლისა და პრევენციისთვის. მათი გამოყენება იცავს მცენარეებს სოკოვანი ინფექციებისგან, რომლებმაც შეიძლება დააზიანონ მოსავალი, შეამცირონ მისი ხარისხი და გამოიწვიოს ეკონომიკური ზარალი.

ფუნგიციდები აქტიურად გამოიყენება სოფლის მეურნეობაში, მათ გარეშე შეუძლებელია დიდ ფართობზე მივიღო უხვი და ხარისხიანი მოსავალი. ფუნგიციდები უზრუნველყოფს:

  • დაავადებების პრევენციას – მცენარეზე სოკოვანი ინფექციის წარმოშობის თავიდან აცილებას.
  • მკურნალობას – უკვე დაზიანებული მცენარეების განკურნებას და დაავადების გავრცელების შეჩერებას.
  • სოკოვანი სპორების განადგურებას – სპორების განვითარების შეწყვეტას, რაც ინფექციის შემდგომი გავრცელების შეჩერებას იწვევს.

ფუნგიციდები შეიძლება იყოს სისტემური (აღწევს მცენარის ქსოვილებში) ან კონტაქტური (ნაწილდება ფოთლის ზედაპირზე და არ აღწევს მის ქსოვილებში).

  • ინსექტიციდები

ინსექტიციდები შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც გამოიყენება ერთი ან მეტი სახეობის მწერის წინააღმდეგ საბრძოლველად. ისინი აუცილებელია სასოფლო-სამეურნეო სექტორში მავნებლების გასაკონტროლებლად, რომლებიც თავს ესხმიან მეურნეობებს, თუმცა მათ სხვა დანიშნულებაც აქვთ, მაგალითად, იმ მწერების გასანადგურებლად, რომლებიც ავრცელებენ დაავადებებს.

მწერები დიდ საფრთხეს უქმნიან მოსავალს, რადგან მათ შეუძლიათ გაანადგურონ მცენარის ფოთლები, ფესვები და ღეროები.მათ მიერ დაზიანებული ნაყოფები საკვებად უვარგისი ხდება და არ გამოიყენება სარეალიზაციოდ. ინსექტიციდების გამოყენება აუცილებელია მცენარეების მავნებლებისგან მაქსიმალური დაცვისთვის. 

  • აკარიციდები

ტკიპები, ხშირ შემთხვევაში, შეუიარაღებელი თვალით უხილავი, თუმცა ჩვენს ნათესებზე არასასურველი გავლენის მქონენი არიან. ეს მავნებლები ფოთლების გაყვითლებას, დახვევასა და საბოლოოდ, ცვენასაც კი იწვევენ, რაც საბოლოო ჯამში, მოსავლიანობას მნიშვნელოვნად ამცირებს.

სწორედ მსგავსი ტიპის მავნებლებთან საბრძოლველად, აკარიციდები ყველაზე ეფექტური საშუალებაა.

როგორც წესი, აკარიციდები ხილის, ბოსტნეულის ან თუნდაც,დეკორატიული  მცენარეებისთვისაც კი გამოიყენება. ყველაზე ხშირად, მათ ისეთი კულტურებისთვის იყენებენ, როგორიცაა ციტრუსი, თხილი, მარწყვი და ვაზი.

  • ჰერბიციდები

ჰერბიციდები სოფლის მეურნეობის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენენ. ისინი გამოიყენება არასასურველი მცენარეების, ანუ სარეველების, კონტროლისთვის, რაც ხელს უწყობს სასოფლო-სამეურნეო კულტურების უკეთეს ზრდასა და მოსავლიანობის გაზრდას.

ჰერბიციდები იყოფა რამდენიმე კატეგორიად მათი მოქმედების პრინციპისა და გამოყენების მეთოდის მიხედვით:

  • სელექციური ჰერბიციდები: მიზანმიმართულია კონკრეტული ტიპის სარეველებზე და არ აზიანებენ სასოფლო-სამეურნეო კულტურებს. მაგალითად, სიმინდის ან ხორბლის პლანტაციებში სელექციური ჰერბიციდები გამოიყენება სარეველების მოსაკლავად ისე, რომ ძირითადი კულტურა არ დაზიანდეს.
  • ტოტალური ჰერბიციდები: ანადგურებენ ყველა მცენარეს, რომელზეც ესხურება.
  • სისტემური ჰერბიციდები: შეიწოვება მცენარის მიერ (ფოთლებიდან ან ფესვებიდან) და მთელ ორგანიზმზე ვრცელდება, რაც სარეველას სრულ განადგურებას იწვევს.
  • კონტაქტური ჰერბიციდები: მოქმედებენ მხოლოდ იმ ზედაპირზე, რომელზეც შეიწოვებიან, და არ ვრცელდებიან მცენარის შიგნით.

ჰერბიციდები აუცილებელი ინსტრუმენტია თანამედროვე სოფლის მეურნეობაში, მაგრამ მათი გამოყენება მოითხოვს ფრთხილ მიდგომას. სწორი ცოდნა და პასუხისმგებლობით გამოყენება ხელს შეუწყობს მოსავლიანობის გაზრდას და გარემოს დაცვას.

  • სასუქი

სასუქები შეიცავენ აუცილებელ საკვებ ელემენტებს, რომლებიც მცენარეებს სჭირდებათ ზრდისთვის და განვითარებისთვის. ისინი ხელს უწყობენ ნიადაგის ნაყოფიერების ზრდას  და მოსავლის ხარისხის გაუმჯობესებას.

სასუქები იყოფა ორ ძირითად ტიპად:

ქიმიური (მინერალური) სასუქები: შეიცავენ ხელოვნურად წარმოებულ საკვებ ელემენტებს, როგორიცაა აზოტი (N), ფოსფორი (P), კალიუმი (K) და მიკროელემენტები. ეს სასუქები სწრაფად მოქმედებენ და მცენარე მარტივად ახერხებს მათ შეთვისებას.

ორგანული სასუქები: დამზადებულია ბუნებრივი მასალებისგან, როგორიცაა ნაკელი, კომპოსტი, მცენარეული ნარჩენები და სხვა ორგანული მასალები. ისინი ნიადაგს ნელ-ნელა ამდიდრებენ და ხელს უწყობენ ნიადაგის სტრუქტურის გაუმჯობესებას.

სასუქები გამოიყენება, რათა:

უზრუნველყონ მცენარეები საკვები ნივთიერებებით, რომლებიც შეიძლება ნიადაგში არ იყოს საკმარისი რაოდენობით.

გაზარდონ მოსავლის რაოდენობა და ხარისხი.

გააუმჯობესონ ნიადაგის სტრუქტურა და ნაყოფიერება.

ხელი შეუწყონ მცენარეების სიჯანსაღესა და სტრესის მიმართ გამძლეობას.

  • ბიო პროდუქტები

თუ დაინტერესებული ხართ ორგანული ხილისა და ბოსტნეულის მოყვანით, ბარაქაში შეგიძლიათ შეარჩიოთ მრავალფეროვანი ბიო პროდუქტები. ტრადიციული ქიმიკატების ეს ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივები შექმნილია თქვენი მოსავლის დასაცავად ისე, რომ გარემოს არავითარი ზიანი არ მიადგეს.

ბიო პროდუქტების ასორტიმენტი მოიცავს ბიოფუნგიციდებს სოკოვან ინფექციებთან საბრძოლველად, ბიოპესტიციდებს მავნებლების კონტროლისთვის და ბიო სასუქებს, რომლებიც სასარგებლო მიკროორგანიზმებს ნიადაგის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად იყენებენ. 

  • სათესლე მასალა

ყოველი წარმატებული მოსავალი თესლის მართებულად შერჩევით იწყება. მაღალი ხარისხის სათესლე მასალის გამოყენება ძლიერი და ჯანმრთელი მცენარის განვითარებასა და ოპტიმალურ მოსავალს უზრუნველყოფს.

სწორედ ამიტომ, ბარაქას აგრომაღაზიაში წარმოდგენილი თესლები საგულდაგულოდ არის შერჩეული ადგილობრივი კლიმატისა და ნიადაგის პირობებთან ადაპტირებისთვის.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ბარაქას ვებ.გვერდს: https://baraka.ge/ ან დაგვიკავშირდეთ: 032 22044449

სრულად წაკითხვა