ადვოკატის, ირაკლი ჩომახაშვილის ინფორმაციით, სამოქალაქო აქტივისტი, საბა სხვიტარიძე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებულად ცნო.
ამის შესახებ ჩომახაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“შემდეგი ნაბიჯი დამნაშავე პოლიციელების პასუხისგებაში მიცემა იქნება”, – წერს ადვოკატი.
ახლახან დამიკავშირდა სპეციალური საგამოძიებო სამსახური და მაცნობა, რომ საბა სხვიტარიძე, ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე, დაზარალებულად ცნეს. შემდეგი ნაბიჯი დამნაშავე პოლიციელების პასუხისგებაში მიცემა იქნება”, – წერს ადვოკატი
,,ახლების” წევრი თენგო თევზაძე წერს:
,,საბა წამების ნაწილში დაზარალებულად სცნეს. რაც დადასტურებაა იმის რომ საბა დიღმის სამართველოში აწამეს.
შენს მწამებლებს დედას ვუტირებთ, გამაგრდი ძმაო
მივყვებით ამ და ყველა ჩვენი თანამებრძოლის საქმეს ბოლომდე”