„ბატონო მოსამართლევ, არ მინდა, თქვენც სანქცირებულთა სიაში მოჰყვეთ, თქვენს რეპუტაციას ვუფრთხილდები“, - მიმართა სხდომათა დარბაზიდან ადვოკატმა მოსამართლეს და მსახიობისთვის წაყენებული ბრალის დეტალები გააჟღერა.
„ანდრო იდგა წინა რიგში, პოლიციელმა წყლით სავსე ბოთლი ისროლა, რომელიც ანდროს წინ დაეცა, მან ეს ბოთლი აიღო და უკან დააბრუნა, რომელიც შუა ადგილას დაიქცა. რომელ დაზიანებაზეა საუბარი?! ბატონო მოსამართლე, მაინტერესებს თქვენი შინაგანი რწმენა...
თქვენი გადაწყვეტილებით შეგიძლიათ განმუხტოთ ის სიტუაცია, რაც საქართველოში ხდება და გმირად ჩაეწეროთ. ყველა აქცია იწყება მოთხოვნით, რომ ეს ტყვეები, პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ, თქვენ შეგიძლიათ თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ, რომ სიტუაცია განმუხტოთ. ამით დიდ პასუხისმგებლობას მოიხსნით და შეიძლება ისტორიაშიც ჩაეწეროთ...“ - თქვა ადვოკატმა.
მანვე აღნიშნა, რომ საუბარია 158 პოლიციელის დაშავებაზე, თუმცა ამ დრომდე არცერთი მათგანის გამოკითხვის ოქმი არ დევს საქმეში:
„158 (პოლიციელიდან) 58-ს ხომ მაინც გამოკიტხვას ბრალდების მხარე, ვიღაცა მოწმეებს, ოქროს მოწმეებს მოძებნიან, რომლებსაც წარმოგივდნენე სასამართლოში, დაანახებენ ანდრო ჭიჭინაძის ფოტოს და ეტყვიან, აი, ანდრო ჭიჭინაძემ ბოთლი რომ გადმოაგდო ან პიროტექნიკა ისროლა, ამან მე დაზიანება მომაყენა. ცოტა სამარცხვინოა, არ შეიძლება ჩვენ ვისაუბროთ სამართლიან სასამართლოზე“.
ადვოკატი ფიქრობს, რომ ანდრო ჭიჭინაძე აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა გათავისუფლდეს, თუმცა მას ამის იმედი არ აქვს:
„სამარცხვინოა, ასეთი განათლებული, ჭკვიანი ადამიანი, საბრალდებო სკამზე რომ ზის...“
მასალა განახლდება