აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საქართველოს ციხეში 89-ე დღეა შიმშილობს

4 days ago 4

თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის მეუღლე, სევინჩ სადიგოვა ნეტგაზეთთან ამბობს, რომ ბოლოს მეუღლე 13 დეკემბერს ნახა. მისი თქმით, სადიგოვი შიმშილობას უკვე 89-ე დღეა აგრძელებს, ხოლო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება.

“მან წონაში ძალიან დაიკლო, მხოლოდ ძვალი და ტყავიღა დარჩა. ძალიან სუსტადაა და ინვალიდის ეტლით გადაადგილდება. აფგანი აგრძელებს შიმშილობას. სამწუხაროა, რომ აქ სახელმწიფო კანონს არ ექვემდებარება. ისინი ალიევის რეჟიმის ბრძანებების შესაბამისად მოქმედებენ. აფგანი ძალიან დასუსტდა, სულ ამბობს, რომ ძალიან სცივა, ასეთ მდგომარეობაში, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად დიდხანს ყოფნა შეუძლებელია. ჩვენ არ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ, რა მოხდება სამომავლოდ, მაგრამ დღეისთვის ასეთი მდგომარეობაა,” – ამბობს სადიგოვის ცოლი.

რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციის შესახებ, სევინჩ სადიგოვა ფიქრობს, რომ პროცესი რაღაც დროით გაიწელება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციის გადაწყვეტილება მიიღო. აფგან სადიგოვი 2024 წლის 21 სექტემბრის შემდეგ დაკავების იზოლატორში შიმშილობს.“როდის მოხდება ექსტრადიცია, არ ვიცი, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჯერ დრო გასაჩვრების” ,- განუცხადა სევინჩ სადიგოვამ ნეტგაზეთს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.სადიგოვი თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს. შსს-ში ამბობენ, რომ სადიგოვი აზერბაიჯანის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულისთვის იძებნებოდა. ოჯახი და უფლებადამცველი ორგანიზაციები, ასევე დამოუკიდებელი მედია, მის დაკავებას ილჰამ ალიევის ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დევნას უკავშირებს.

სადიგოვი თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს. შსს-ში ამბობენ, რომ სადიგოვი აზერბაიჯანის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულისთვის იძებნებოდა. ოჯახი და უფლებადამცველი ორგანიზაციები, ასევე დამოუკიდებელი მედია, მის დაკავებას ილჰამ ალიევის ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დევნას უკავშირებს.

აფგან სადიგოვი თბილისის წინასწარი დაკავების იზოლატორში 21 სექტემბრის შემდეგ შიმშილობს. თბილისის იზოლატორში შიმშილობის მე-17 დღეს სადიგოვი შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სრულად წაკითხვა