ალეკო ელისაშვილი დაკავების იზოლატორიდან კლინიკაში გადაიყვანეს

2 weeks ago 7

4

კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერი დუშეთის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან კლინიკა “ვივა-მედში” გადაიყვანეს – პოლიტიკოსის კლინიკაში გადაყვანის კადრები “შაბათის ეთერმა” გადაიღო.

არსებული ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილი ნაცემია, აღენიშნება დაზიანებები. მას ამ წუთებში კომპიუტერული ტომოგრაფია უტარდება. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ელისაშვილს ნეკნი აქვს მოტეხილი.

კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის მდგომარეობა დუშეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში დამძიმდა.

სრულად წაკითხვა