„ალექსის მშობლები ემიგრანტები არიან, ლუკმაპურის საშოვნელად არიან წასულები“ – როგორია აქციაზე დაშავებული 22 ბიჭის მდგომარეობა

2 weeks ago 7

„ალექსის მშობლები ემიგრანტები არიან, ლუკმაპურის საშოვნელად არიან წასულები“ - როგორია აქციაზე დაშავებული 22 ბიჭის მდგომარეობათბილისში, საპროტესტო აქციის დაშლისას 3 დეკემბერს, გამთენიისას დაშავებულ 21 წლის ალექსი თირქიას, რომელიც ინგოროყვას კლინიკაში იმყოფება, სავარაუდოდ, ე.წ. გაზის კაფსულა აქვს მოხვედრილი. ექიმების ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

დაშავებულის ბიძამ, იოსებ ჩანადირმა ინგოროყვას კლინიკასთან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ალექსიმ ბებიას დაურეკა და უთხრა, რომ ალყაში იყო და ამ საუბრის დროს მის მეგობარ გოგოს ფეხში, ხოლო თავად სახეში, წარბის არეში მოხვდა ე.წ. გაზის კაფსულა.

ბიძის ინფორმაციით, ბიჭს მხედველობა დაზიანებული არ აქვს, მაგრამ ქსოვილების აღსადგენად ოპერაცია შეჩერდა შეშუპების გამო.

-ალექსი არის ძალიან უწყინარი, ყველაზე საყვარელი ბავშვი, რომლის მშობლებიც არიან ეხლა ემიგრაციაში. აყვავებული ქვეყნიდან არიან წასულები ლუკმაპურის საშოვნელად, – განაცხადა იოსებ ჩანადირმა. მისი თქმით, ალექსის მშობლები მომხდარის შესახებ ინფორმირებული არიან (წყარო ,,რადიო თავისუფლება“).

ალექსის მამიდა, ეკა თირქია ამბობს:

-ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ თვალის ბუდის შეშუპების გამო ვერ შეძლეს დასრულება. ამ ეტაპზე, არის რეანიმაციულ განყოფილებაში, ღია ჭრილობით და ინფექციის დიდი რისკით. აქვს ტვინის დაზიანება. კაფსულა მოხვდა შუბლზე და ძვალი აქვს დამსხვრეული, დილამდე დააძინეს. დინამიკაში ნახავენ, შეძლებენ თუ არა ოპერაციის გაგრძელებას. იმედია, ღმერთი არ გაგვწირავს.

ფოტოზე იოსებ ჩანადირი

სრულად წაკითხვა