ალექსი თირქია ხელოვნური კომიდან გამოიყვანეს, თუმცა რეანიმაციაში რჩება

1 week ago 6

3 დეკემბერს, საპროტესტო აქციაზე დაშავებული 22 წლის ალექსანდრე თირქია ხელოვნური კომიდან გამოიყვანეს, თუმცა კვლავ ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში, სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში რჩება.

ინფორმაციას ამის შესახებ დაშავებულის მამიდა ეკა თირქია ავრცელებს.

„სასიხარულო ამბავი გვაქვს… ალექსიმ, გაიღვიძა და რეაგირებს ყველაფერზე… რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, სტაბილურად მძიმე, იგივე რისკებით… თუმცა ვიცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება“, — წერს ეკა თირქია.

ალექსანდრე თირქია 3 დეკემბერს პარლამენტი წინ გამართულ აპროტესტო აქციაზე  დაშავდა. სავარაუდოდ, მას თვალში მოხვდა სპეცრაზმელის მიერ ნასროლი გაზის კაფსულა. ის კლინიკაში შეიყვანეს სკალპის ღია ჭრილობით, შუბლის ძვლისა და თვალ-ბუდის მოტეხილობით, ასევე ტვინის გარსებში სისხლჩაქცევით. მას ოპერაცია დაუყოვნებლივ, ინგოროყვას კლინიკაში შეყვანისთანავე ჩაუტარდა და მას შემდეგ რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

სრულად წაკითხვა