ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ გავრცელებულ ამბავსე წერს:
,,მოკლედ, ასეთი ამბავი ყოფილა. კობახიძესთან იყო შეხვედრა, შეხვედრაზე იყვნენ ასევე მდინარაძე და ყაველაშვილი. ღარიბაშვილს უთქვამს, რომ ხალხი აღარ შედის სახლში და რაღაც არის მოსაფიქრებელიო. კობახიძემ არანაირი დათმობა, წელში გადავტეხავ მაგ ხალხსო. ღარიბაშვილმა შენ ეგრე იმუქრებოდი და შედეგად ვნახეთ, ახლა არავინ გვაღიარებსო. კობახიძემ მივაღწევთ აღიარებასო. მოკლედ, ამაზე დაეძაბათ და გადავიდნენ ჩხუბზე. აქ ვერსიები იყოფა – რამდენიმე წყარო ამბობს, რომ კობახიძემ ვირთხა დაუძახა და ხელი შემოუქნია – ის წაბორძიკდა, დაეცა და ხელი ამოუვარდა. მეორე წყარო ამბობს, რომ ისე დაარტყა ხელი ღარიბაშვილმა შეშლილ
ფსიქოპატს, რომ ხელი იტკინაო. მერე ყაველაშვილი მივარდა ღარიბაშვილს საცემრადო. ჭირი იქა, ლხინი აქა. ნუ, როგორც დაზუსტებით ამბობენ, ღარიბაშვილს წასვლა უნდა და არ უშვებენო, საზღვრიდან მოაბრუნეს ცოტა ხნის წინო. ყაველაშვილს პრეზიდენტობა არ უნდა და შენ ვინ გეკითხებაო”