WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

უკრაინის ენერგოობიექტებზე რუსეთის მორიგი მასირებული შეტევის შემდეგ, რომელიც 13 ოქტომბრის ღამიდან მიმდინარეობდა, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ეს იყო აბსოლუტურად შეგნებული და საჩვენებელი დარტყმა“.

14 ოქტომბერს პრეზიდენტმა ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ „ამერიკის მიმართ რუსეთის ასეთი დემონსტრაციული უპატივცემულობა ჯერ არ ყოფილა“.

  • აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 11 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომში ამოქმედდა „ენერგეტიკული ზავი“. ორი დღით ადრე, 9 ოქტომბერს ტრამპი და პუტინი შეთანხმდნენ აშშ-ში რუსული დიზელის საწვავის იმპორტის განახლებაზე.
  • უკრაინისგან განსხვავებით რუსეთს ამ დრომდე არ უთქვამს, რომ „ენერგეტიკულ ზავზე“ თანახმაა.

ზელენსკი ტრამპისგან ითხოვს მკაცრ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ

რუსეთის ჯარებმა უკრაინის დედაქალაქ კიევში და კიევის და ხარკოვის ოლქებში ბალისტიკური რაკეტებით და დრონებით დაარტყეს ელექტროსადგურებსა და თბოელექტროცენტრალებს. მათ შორის კიევის სამივე თბოელექტროცენტრალს.

უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, რუსებმა 39 ბალისტიკური რაკეტა და 120-ზე მეტი დრონი გამოიყენეს, ბალისტიკური დარტყმის სამიზნე იყო ენერგეტიკა, რომლის „მიმართაც ამერიკის პრეზიდენტმა ცეცხლის შეწყვეტა განსაზღვრა“ და ელექტროენერგიის გარეშე დატოვეს სულ მცირე 600 ათასი ადამიანი.

ზელენსკის შეფასებით, რუსეთი არ მიიჩნევს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებები „ძლიერია“.

უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, „რუსეთმა ხელიდან გაუშვა დეესკალაციის შესაძლებლობა და მკაფიოდ აირჩია გამანადგურებელი გიჟური ომის გაგრძელება“, ამიტომ პრეზიდენტ ტრამპს სთხოვენ რუსეთის წინააღმდეგ ძლიერი სანქციების ამოქმედებას. უკრაინა კვლავ ითხოვს დამატებით რაკეტებსაც „პეტრიოტის“ სისტემებისთვის.