ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა

3 weeks ago 15

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა, რადგან ქვეყანამ დაარღვია ამ პარტნიორობის ძირითადი პრინციპები. ამის შესახებ 30 ნოემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე მისმა წარმომადგენელმა მეთიუ მილერმა გაავრცელა ინფორმაცია.

ვაშინგტონი და ევროკავშირი მწუხარებას გამოთქვამენ ქვეყანაში ამჟამინდელი მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე, შეაჩეროს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი, ნათქვამია განცხადებაში.

„საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებით „ქართულმა ოცნებამ“ უარყო ევროპასთან მჭიდრო კავშირების შესაძლებლობა და საქართველო უფრო დაუცველი გახადა კრემლის წინაშე“, – ნათქვამია მილერის განცხადებაში.

მეთიუ მილერმა აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი კვლავაც „უდიდესი უმრავლესობით“ უჭერს მხარს ევროპასთან ინტეგრაციას. ვაშინგტონმა დაგმო „პოლიციის მიერ ძალის გადამეტებული გამოყენება ქართველების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ გამოიყენონ შეკრებისა და გამოხატვის უფლება, მათ შორის, მშვიდობიანი პროტესტის თავისუფლება“.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მოუწოდა საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს ევროატლანტიკური განვითარების გზას, ჩაატაროს გამჭვირვალე გამოძიება ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე მომხდარ დარღვევებთან დაკავშირებით და გააუქმოს „ანტიდემოკრატიული კანონები, რომლებიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას“.

მას შემდეგ, რაც „ქართუმა ოცნებამ“ მასობრივი პროტესტის ფონზე პარლამენტიდან გაწვეული ე. წ. „აგენტების კანონი“ მიმდინარე წელს უკან დააბრუნდა და მიიღო, მაისში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაცხადა, რომ შესაძლებელი იყო ვაშინგტონსა და თბილისს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვა. 30 ოქტომბერს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გამოხატავდა შეშფოთებას დემოკრატიისგან საქართველოს „ბოლოდროინდელი უკანდახევის“ გამო.

ნანა ძნელაძე

სრულად წაკითხვა