"ამით ჩემს მშობლებსაც ვახარებ" - გიორგი მიქაუტაძე გატანილი გოლებით ბედნიერია

2 weeks ago 6

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-14 ტურის შეხვედრაში გიორგი მიქაუტაძემ "ანჟერს" გაუტანა და "ლიონის" 3:0 ანგარიშით გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

"როცა ფოფანამ პასი გამიკეთა, შემოვბრუნდი და დავინახე, რომ წინ ორი მოწინააღმდეგე მყავდა, ამ დროს უცებ მივხვდი, რომ ორივეს უნდა გავცდენოდი. ვიცოდი ამის შემდეგ რაც უნდა გამეკეთებინა და კარში ბურთი კარისკენ ძლიერად დავარტყი.

ბედნიერი ვარ, რომ გოლების გატანა დავიწყე, მიყვარს, რომ ამით ჩემ მშობლებსაც ვახარებ.

ბედნიერი ვარ, რომ კარგ ფორმას ვუბრუნდები. მინდა, რომ ბევრი მატჩი ჩავატარო, ფორმაში შევედი ეს გაუმჯობესებულ შედეგებში ჩანს"

- თქვა ნამატჩევს მიქაუტაძემ.

სრულად წაკითხვა