“ამის მერე დაიწყო ჩემი პრობლემები…” - რას ყვება მსახიობი გიორგი გურგულია

1 day ago 3

მსახიობი გიორგი გურგულია ჟურნალ “თბილისელებს” თავის ფინანსებთან დაკავშირებით ესაუბრება და კითხვას, ახერხებს თუ არა ვალის გარეშე ცხოვრებას პასუხობს:

„ამის გარეშე უკვე წარმოუდგენელია. რამდენიმე წელია, სულ ვალებში ვარ. მერე ამ ვალებს ვისტუმრებ, ვიღებ და ასე შემდეგ. 2008 წელს, ომის პერიოდში დაიწყო ჩემს ცხოვრებაში არეულობა. სააკაშვილის დროს მიწა გვქონდა, მაგრამ წაგვართვეს. დღემდე დაუსრულებელი ისტორიაა. იმის მერე დაიწყო ჩემი პრობლემები და დღემდე გრძელდება. მე ხომ თეატრში არ ვარ, კინოს მსახიობი ვარ და უხელფასოდ, მხოლოდ ჰონორარებზე ვცხოვრობ. ვერ დადგა კინო ფეხზე, აქაც სულ ერთმანეთის ჭამა და ბრძოლა მიდის და ვერ დალაგდა ეს ამბავი. ყველგან პოლიტიკა შეაქვთ და მუდმივი განხეთქილებებია. ხელოვნება პოლიტიკისგან თავისუფალი უნდა იყოს, მაგრამ ჩვენნაირ პატარა ქვეყანაში ცოტა რთულია. ნაციონალურმა მოძრაობამ ყველაფერი გააკეთა ჩემს დასაბლოკად, იმიტომ, რომ არ ვიყავი მათი გულშემატკივარი.

ახლა ძალიან კარგ პროექტზე ვმუშაობთ, “უსაშველოებს“ ვგულისხმობ და მიხარია, რომ კარგი გამოხმაურება აქვს, მაყურებელს მოსწონს…“ - ამბობს გიორგი გურგულია.

სრულად წაკითხვა