ამორიმი: "სპორტინგში" უარესი სტარტი მქონდა"

1 week ago 8

ახალი მთავარი მწვრთნელის ხელში, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ბოლო ორი მატჩი მარცხით დაასრულა, რაზეც რუბენ ამორიმმა მედიასთან ისაუბრა.

"ნოტინგემ ფორესტთან" წაგების შემდეგ, პორტუგალიელმა სპეციალისტმა განაცხადა: "სპორტინგში" უარესი დასაწყისი მქონდა."

"მანჩესტერ იუნაიტედი" გაცილებით დიდი კლუბი იმიტომაა, რომ მათ მიმართ ხალხი განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს, თუმცა, გრძნობა ჩემთვის იგივე რჩება. ეს ბევრ გუნდში ხდება და მსგავს რთულ სიტუაციაში უმჯობესია, მუშაობა განვაგრძოთ."

ამორიმი აგრეთვე შეეხო შემადგელობაში არსებულ პრობლემებს. რუბენის თქმით, მას დიდი იმედი აქვს, რომ ფეხბურთელები მალე უკეთესად მოერგებიან ახალ სისტემას. "წითელი ეშმაკების" თავკაცს სჯერა, რომ სულ მალე, ისინი უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლას შეძლებენ.

სრულად წაკითხვა