WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

8

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული  სავაჭრო ობიექტში სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტს ინახავდა, რომლის რეალიზაციასაც ახორციელებდა.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სავაჭრო ობიექტიდან ამოღებულია 4 243 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო ღირებულება  28 040 ლარს შეადგენს, ასევე ამოღებულია სიგარეტის რეალიზაციის შედეგად მიღებული 100 000 ლარზე მეტი  ფულადი თანხა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე -200 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით ითვალისწინებს.