WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

1

სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს 2 პირი დააკავეს – ინფორმაციას შსს ავრცელებს.

განცახადებაში აღნიშნულია, რომ ბრალდებულების პირადი და ავტომობილის ჩხრეკისას, ასევე, ერთ-ერთი დაკავებულის მიერ მითითებული ადგილებიდან, სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, მათ შორის 62 შეკვრა „მეთადონი“ და „მარიხუანა“.

დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.