„ამ თავ-პირის მტვრევაში, ორ საათში, აწყობენ ნაძვის ხეს, ვითომც არაფერი“ — ეკა ჩხეიძე

1 week ago 7

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, ეკა ჩხეიძე ამბობს, რომ ძალიან აღიზიანებს ხელისუფლების მიერ „ხალხის მოტყუება“ და მიტინგების არაერთხელ დარბევის მიუხედავად, პარლამენტთან ნაძვის ხის ინსტალაცია.

„ჩემი რევოლუციონერობა არავის უნახავს. მე მგონია, ადამიანი ტყუილს ვერ პატიობს, სიცრუეში არ უნდა ცხოვრება. იცით, რა გამახსენდა? ამ „გამჭვირვალობის კანონზე“ რომ იყო საუბარი, კობახიძემ, 2023-ის მარტში თქვა მგონი, ხალხის აზრს ვითვალისწინებთ და უკან გაგვაქვსო. მერე 2024-ში მდინარაძე გამოდის და ამბობს, აღდგა ეს კანონიო. ეს არის ხალხის მოტყუება. ძალიან მაღიზიანებს, რომ არ იმჩნევენ. დიალოგში შემოსვლაზეც აღარაა ლაპარაკი. ცოტა დაცინვაა.

ამ თავ-პირის მტვრევაში, მართლა ბრძოლის ველზე, ორი საათის მერე, აწყობენ ნაძვის ხეს. ვითომც არაფერი. ჩემზე მეტად არავის უხარია ახალი წელი, მაგრამ ამის ხასიათზე არ ვარ. ხომ შეიძლებოდა, მთავარი ნაძვისხის რიყეზე ან სხვა მოედანზე დადგმა“, — განაცხადა მან „ტვ პირველის“ ეთერში, ინგა გრიგოლიას „რეაქციაში“.

სრულად წაკითხვა