WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

წინა ხელისუფლების დროს მთავრობის საპარლამენტო მდივანი, ამჟამად ემიგრაციაში მყოფი გია ხუროშვილი, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, მთავრობის მეთაურის ირაკლი კობახიძის მიერ შემუშავებული პროგრამის შესახებ საუბრობს, რომლის შესაბამისადაც “გავლენიანი თანამდებობის პირების ოჯახის წევრებს ე.წ. “სტაჟიორებად” ნიშნავს ევროკავშირის ქვეყნებსა და შეერთებულ შტატებში მოქმედ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში“:

“ყურადღება! SOS!

ივანიშვილის მთავრობა თქვენს შვილებს სკოლის და განათლების გარეშე ტოვებს, საკუთარ შვილებისათვის კი ახალ შესაძლებლობას ქმნის: რომ მათი შვილები უცხოეთში დარჩნენ და იქ გააგრძელონ ცხოვრება!

სტაჟიორი “აგენტურისა” და ქოცთა შვილების წახალისების პროგრამა.

საქართველოს მთავრობა პროევროპული შეხედულებების მქონე ადამიანებს “აგენტებად” აცხადებს, პარტიებს და არჩევანის უფლებას გვიუქმებს, თუმცა, როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, გავლენიანი თანამდებობის პირების ოჯახის წევრებს — ე.წ. “სტაჟიორებად” ნიშნავს ევროკავშირის ქვეყნებსა და შეერთებულ შტატებში მოქმედ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში: საელჩოებსა და საკონსულოებში.

უფრო გასაგებად რომ ავხსნა, რას ვგულისხმობ:

მაგალითად, მმართველ პარტიასთან დაახლოებული გავლენიანი პირის შვილი ევროპულ ან ამერიკულ უნივერსიტეტს ამთავრებს, მაგრამ საქართველოში დაბრუნება არ სურს. ამ დროს პრემიერ-მინისტრი უცხოეთში მათთვის ქმნის “დასაქმებისა” და ლეგალურად დარჩენის შესაძლებლობას, ე.წ. სტაჟიორთა რაოდენობას გაზრდის გზით.

ჩემი ინფორმაციით, ამ ადგილებზე “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული პირები ინიშნებიან და დიპლომატიურ წარმომადგენლობებში დასაქმებით ლეგალურ სტატუსს იღებენ.

ამ დროს მათგან დევნილი ემიგრანტები, უცხოეთშიც კი ხდებიან მათი მხრიდან დევნის, თვალთვალის და შევიწროვების მსხვერპლი.

თუ ეს ახალგაზრდები და მათი მშობლები, პუტინის ბრძანებებს უკეთ შეასრულებენ და საქართველოს ინტერესებს კიდევ უფრო მეტად დააზიანებენ, ევროპას და ამერიკას ძირს გამოუთხრიან, შესაძლოა, მომავალში ელჩებად ან კონსულებადაც დაინიშნონ.

მოკლედ, ამ პროგრამას შეიძლება ვუწოდოთ პრემიერ-მინისტრ კობახიძის მიერ მოფიქრებული “სტაჟიორი აგენტურის” პროგრამა – მმართველ პარტიასთან დაკავშირებული პირებისა და მათი შვილების წახალისების მექანიზმი!” – წერს გია ხუროშვილი.