“ამ ყველაფრის გამო, რაც ახლა ჩვენს ქვეყანაში ხდება საშინელი დარდი და სიბრაზე მიპყრობს" - მსახიობ სალომე ჭულუხაძის პროტესტი

5 hours ago 3

რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მყოფი ადამიანები სხვადასხვა პროფესიებს წარმოადგენენ.

მსა­ხი­ო­ბი სა­ლო­მე ჭუ­ლუ­ხა­ძე Ambebi.ge- ს ებნება, რომ ახლა კი არა, აქ­ცი­ა­ზე 2012 წლი­დან დგას, თუმ­ცა რო­გორც გა­ირ­კვა, აქ­ცი­ა­ზე 2007 წე­ლის 7 ნო­ემ­ბერ­საც მდგა­რა.

"ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც წი­თელ ხა­ზებს გაკ­ვეთს, ვინც არ უნდა იყოს, უნდა ახ­სოვ­დეს, რომ ამას სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ აპა­ტე­იბს და მის იმ ქმე­დე­ბას ყო­ველ­თვის გა­აპ­რო­ტეს­ტებს,“ - აღ­ნიშ­ნავს მსა­ხი­ო­ბი.

სა­ლო­მე ჭუ­ლუ­ხა­ძე Ambebi.ge - ს კი­თხვებს პა­სუ­ხობს.

- გა­სუ­ლი წლის 28 ნო­ემ­ბრი­დან სხვა რე­ა­ლო­ბის პი­რის­პირ აღ­მოვ­ჩნდით. ამ­დე­ნი დღეა ხალ­ხი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ზე დგას... ამ ყვე­ლა­ფერს რო­გორც მსა­ხი­ო­ბი, მო­ქა­ლა­ქე რო­გორ აფა­სებთ?

- ჯერ მო­ქა­ლა­ქის ჭრი­ლი­დან შე­ვა­ფა­სოთ, რად­გან მგო­ნია, რომ დღეს ყვე­ლა უპირ­ვე­ლე­სად მო­ქა­ლა­ქე ვართ და პრო­ფე­სი­ას არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. ეს აქ­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ არის, რად­გან სე­რი­ო­ზუ­ლი ბრძო­ლა მი­დის თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის, ჩვე­ნი და ჩვე­ნი შვი­ლე­ბის მო­მავ­ლის­თვის... პა­ტა­რა რომ ვი­ყა­ვი, მახ­სოვს, ჩემი მშობ­ლე­ბი ასე­ვე იბ­რძოდ­ნენ. დღეს მე მი­წევს ბრძო­ლა და დიდი სურ­ვი­ლი მაქვს, ჩემს შვილ­საც არ მო­უ­წი­ოს იმა­ვე ბრძო­ლა­ში ჩარ­თვა.

მსა­ხი­ო­ბე­ბი აქ­ტი­უ­რად ხართ აქ­ცი­ებ­ში ჩარ­თუ­ლი...

- მსა­ხი­ო­ბე­ბის და სა­ერ­თოდ ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბის აქ­ტი­ვო­ბა ძა­ლი­ან სა­ჭი­როა, რომ პრო­ტეს­ტის ხმამ ყველ­გან მი­აღ­წი­ოს. დღეს­დღე­ო­ბით მგო­ნია, რომ სხვა ხერ­ხებ­საც უნდა მივ­მარ­თოთ, ამის­თვის ყვე­ლა­ნა­ი­რი სივ­რცე უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ. სა­ერ­თოდ, არა მარ­ტო მსა­ხი­ობ­მა, ეს ყვე­ლამ ერ­თად უნდა შევ­ძლოთ.

- და­ჭე­რი­ლე­ბი არი­ან მსა­ხი­ო­ბე­ბი და ასევ არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი სხვა­დას­ხვა სფე­რო­დან... უმ­ძი­მე­სი იყო დე­კემ­ბრის პირ­ვე­ლი 2 კვი­რა. ეს ყვე­ლა­ფე­რი ემო­ცი­უ­რად რა იყო თქვენ­თვის?

- ყვე­ლა­ნი ყო­ველ­დღე იქ ვი­დე­ქით, ყო­ველ­დღე იმ კოშ­მარს გავ­დი­ო­დით. ერთი-ორ­ჯერ შინ ბავ­შვი ვერ დავ­ტო­ვე და აქ­ცი­ა­ზე ვერ გა­ვე­დი. ის დღე სრუ­ლი კოშ­მა­რი იყო, ეგე­თი კოშ­მა­რი მარ­თლა არ დამ­სიზ­მრე­ბია... მაგ პე­რი­ოდ­ში იმ­დე­ნად ვერ ძლებ სახ­ლში, რომ გინ­და იქ იდგე... აქ­ცი­ა­ზე პი­რი­ქით, ოპ­ტი­მის­ტუ­რად ხარ და იმის იმე­დი გაქვს, რომ რა­ღა­ცას შეც­ვლი. ამის სახ­ლი­დან ყუ­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

ამ ყვე­ლაფ­რის გამო, რაც ახლა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა სა­ში­ნე­ლი დარ­დი და სიბ­რა­ზე მი­პყრობს. ხან­და­ხან დიდი უი­მე­დო­ბაც, რა­საც ძა­ლი­ან ვებ­რძვი. ფაქ­ტია, რომ ადა­მი­ა­ნებ­ში დიდი უსა­მარ­თლო­ბის გან­ცდა არ­სე­ბობს. ამი­ტომ, ყვე­ლა ერ­თმა­ნეთს გვერ­დში უნდა და­ვუდ­გეთ. მთა­ვა­რია ჩვე­ნი პრო­ტეს­ტი, ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ თა­ნად­გო­მა ერთი დღეც არ გა­ჩერ­დეს. მომ­ხრე ვარ, რომ ყვე­ლა­ფე­რი მო­ვიც­ვათ და სა­ღა­მოს, ყვე­ლა ერ­თად, რუს­თა­ველ­ზე შე­ვიკ­რი­ბოთ ხოლ­მე. ამის შე­სა­ხებ ყვე­ლამ უნდა გა­ი­გოს.

არ­სე­ბობს ხალ­ხი, რო­მე­ლიც ამ პო­ზი­ცი­ას მხარს არ უჭერს...

- გული მწყდე­ბა, რომ დღემ­დე არ­სე­ბობს ხალ­ხის რა­ღაც რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლე­ბიც დიდ ინ­ფორ­მა­ცი­ულ ვა­კუ­უმ­შია. ამა­ში სამ­თავ­რო­ბო არ­ხებს დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვით. იმე­დი მაქვს, ეს ყვე­ლა­ფე­რი რომ დამ­თავ­რდე­ბა, ყვე­ლას მო­ე­კი­თხე­ბა პა­სუ­ხი. სულ მა­ინ­ტე­რე­სებს, რა ხდე­ბა რე­გი­ო­ნებ­ში და რო­დე­საც ვი­გებ, რომ სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ვა­კუ­უ­მია, ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ... სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბით კი ხდე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა, მაგ­რამ კი­დევ რა­ღაც ხერ­ხე­ბია გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლი. სა­ქარ­თვე­ლო მარ­ტო თბი­ლი­სი არ არის, მაგ­რამ ამ დახ­შუ­ლი გა­რე­მოს შექ­მნა­ზე "ოც­ნე­ბამ“ 12 წელი იმუ­შა­ვა, თან რომ გვა­ში­ნე­ბენ "გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტი­ით". არც გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს მი­ხე­დეს და არც არა­ფერს... ჰგო­ნი­ათ, რომ ვე­რა­ფერს ვხდე­ბით, თუნ­დაც იმას, რა­ტომ არ მი­ხე­დეს გა­ნათ­ლე­ბას და რა­ტომ არ უნ­დათ, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ერი ჰყავ­დეთ; დიახ, იმა­საც ვხვდე­ბით, თუ რა­ტომ შე­მო­ი­ტა­ნეს ამ­დე­ნი ნარ­კო­ტი­კი და რა­ტო­მაა ის ხელ­მი­საწ­ვდო­მი. ჩვე­ნი დაშ­ტე­რე­ბა უნ­დათ. არ გა­მო­უ­ვათ!

- რე­გი­ო­ნე­ბი ვახ­სენთ, მაგ­რამ დე­და­ქა­ლაქ­ში, აქვე, თქვე­ნი­ვე კო­ლე­გე­ბის ნა­წი­ლი არა­ნა­ირ პო­ზი­ცი­ას არ გა­მო­ხა­ტავს. ამ­ბო­ბენ, აპო­ლი­ტი­კუ­რე­ბი არი­ან და პო­ლი­ტი­კა­ში არ ერე­ვი­ან. რას ფიქ­რობთ ამა­ზე და რას ეტყო­დით მათ?

- მგო­ნია, რომ სათ­ქმე­ლი პი­რა­დად უნდა ვუ­თხრათ, ვის­თა­ნაც ლა­პა­რა­კი მოგ­ვიხ­დე­ბა და იმე­დია, მოგ­ვიხ­დე­ბა... ერ­თა­დერ­თი იმას ვე­ტყო­დი, რომ მო­მა­ვალ­ში, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, პი­რა­დად თუ არა, გულ­ში მა­ინც მად­ლო­ბას გა­დაგ­ვიხ­დი­ან იმის­თვის, რომ ჩვენ ვიბ­რძვით მა­შინ, როცა თვი­თონ ფეხი ფეხ­ზე აქვთ გა­და­დე­ბუ­ლი. იმის­თვი­საც ვიბ­რძვით, რომ მათ შვი­ლებს ჰქონ­დეთ კარ­გი მო­მა­ვა­ლი. უმე­ტე­სო­ბას, ვი­საც შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს (გინ­დაც მსა­ხი­ო­ბებს, ან რე­ჟი­სო­რებს, ვინც ხმას არ იღებს და პო­ზი­ცი­ას არ აფიქ­სი­რებს), უმე­ტე­სო­ბის შვი­ლე­ბი ევ­რო­პა­ში სწავ­ლო­ბენ ან თვი­თონ მოგ­ზა­უ­რო­ბენ იქ... ცოტა გულ­ში ჩა­ი­ხე­დონ, გა­ი­ხე­დონ რუს­თა­ველ­ზეც - რა ხდე­ბა და შე­ა­ფა­სონ.

- რო­გორ ფიქ­რობთ, რა­ტომ არ აფიქ­სი­რე­ბენ პო­ზი­ცი­ას?

- არ ვიცი, ეს კი­თხვა მეც მაქვს - ვი­ღა­ცე­ბი ალ­ბათ მოს­ყი­დუ­ლე­ბი არი­ან, სხვა­ნა­ი­რად რო­გორ შე­იძ­ლე­ბა?! ერთ-ერთი ტე­ლე­ვი­ზი­ის არხზე, ერ­თმა კაც­მა, მსა­ხი­ობ­მა ისე­თი რა­ღა­ცე­ბი მო­ით­მი­ნა, რო­დე­საც გა­და­ცე­მის წამ­ყვან­მა მსა­ხი­ო­ბე­ბი მე­ძა­ვებს შეგ­ვა­და­რა. ამის ყუ­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო - იქ იჯდა და თავს უქ­ნევ­და. ამის მერე მაგ ადა­მი­ა­ნებ­ზე აღარც ვფიქ­რობ... ვთვლი, რომ ეგე­ნი ჩვე­ნი სო­ცი­უ­მის წევ­რე­ბი არ არი­ან.

- სა­ლო­მე, ეს აქ­ცი­ე­ბი შე­დეგს მო­ი­ტანს?

- რა თქმა უნდა. სხვა­ნა­ი­რად შე­უძ­ლე­ბე­ლია. მარ­თლა წი­თე­ლი ხაზი იყო, როცა გა­მოგ­ვი­ცხა­დეს, რომ ევ­რო­პის­კენ სვლას ვა­ჩე­რებ­თო...

- აქ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ფრა­ზაა, - "ჩვენ გა­დავ­წყვი­ტეთ“...

- ერ­თპი­როვ­ნუ­ლი მმარ­თვე­ლო­ბაა და აბა, სხვა ვინ გა­და­წყვეტ­და?!. კონ­სტი­ტუ­ცია თავ­ზე დაგ­ვა­ხი­ეს. ჰგო­ნი­ათ, რომ კი­დევ 90-იან წლებ­ში გაზ­რდი­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი დგა­ნან რუს­თა­ველ­ზე? ამ თა­ო­ბას არაფ­რის ეში­ნია - საბ­ჭო­თა კავ­ში­რი ამ ბავ­შვებ­მა არ იცი­ან, რა იყო... ეს ვერ გათ­ვა­ლეს.

- გა­მო­სა­ვა­ლი რა არის ამ პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი­დან?

- ეგ რომ ვი­ცო­დე, კარ­გი იქ­ნე­ბო­და... მთა­ვა­რი ისაა, რომ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის პრო­ტეს­ტი უნდა გაგ­რძელ­დეს, უნდა და­ი­ნა­ხოს "ოც­ნე­ბამ", რომ ეს არ გა­უ­ვათ. არ გავ­ჩერ­დე­ბით. ჩვე­ნი მო­ვა­ლე­ო­ბაა, ვა­კუ­უმ­ში მყოფ ხალ­ხს რა­მე­ნა­ი­რად გა­ვა­გე­ბი­ნოთ, რომ ასე არ შე­იძ­ლე­ბა, რომ ეს ცუ­დია. ხომ შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცას არ აქვს საკ­მა­რი­სი ინ­ფორ­მა­ცია, საკ­მა­რი­სი გა­ნათ­ლე­ბა, რა­ღა­ცებ­ში სა­თა­ნა­დოდ ჩა­ხე­დუ­ლი არ არის, ამი­ტომ წყნა­რად, აგ­რე­სი­ის გა­რე­შე, ისე, რომ მათი აღელ­ვე­ბა არ გა­მო­ვიწ­ვი­ოთ, უნდა ვე­ლა­პა­რა­კოთ... იმ ხალ­ხს, ვინც 2007 წლის 7 ნო­ემ­ბერ­ზე ასე აღ­შფო­თე­ბით ლა­პა­რა­კობს (ისე, 7 ნო­ემ­ბე­რიც მაქვს გა­და­ტა­ნი­ლი, იქაც ვი­დე­ქი), უნდა და­ვა­ნა­ხოთ, რომ დღეს იმა­ზე უა­რე­სი ხდე­ბა...

სა­ერ­თოდ არა აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, მთავ­რო­ბის სა­თა­ვე­ში ვინ დგას, ვინც ცუდს აკე­თებს, გა­და­დის თა­ვი­სუფ­ლე­ბის ზღვარს, იმას ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბი. შემ­დეგ ვინც მოვა, იმა­ნაც უნდა იცო­დეს, რომ თუ ასე­ვე არას­წო­რად მო­იქ­ცე­ვა, ეს არ გა­უ­ვა. უნდა იყოს კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბა... მოკ­ლედ, ყვე­ლამ უნდა იცო­დეს, კონ­სტი­ტუ­ცი­ის დარ­ღვე­ვა­ზე კი არა, პა­ტა­რა რა­მის დარ­ღვე­ვა­ზე ზუს­ტად ასე­თი ამ­ბა­ვი ატყდე­ბა...

წყარო: ambebi.ge

სრულად წაკითხვა