ანალიტიკოსები: ნატო მხარს არ დაუჭერს ტრამპის ახალი თავდაცვითი ხარჯების მიზანს

7 hours ago 3

ოფიციალური პირებისა და ანალიტიკოსების აზრით, ნატო არ გაითვალისწინებს დონალდ ტრამპის წინადადებას თავდაცვითი ხარჯების მასობრივი გაზრდის შესახებ, მაგრამ სავარაუდოდ დათანხმდება, რომ გასცდეს ამჟამინდელ მიზანს.

ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა 7 იანვარს განაცხადა, რომ სამხედრო ალიანსის წევრებმა მთლიანი შიდა პროდუქტის [მშპ] 5% უნდა დახარჯონ თავდაცვაზე. ეს მოცულობითი ზრდაა ამჟამინდელი 2%-იანი მიზნიდან. გარდა ამისა 2%-იანი მაჩვენებელიც, მხოლოდ მიზანია და მას ამჟამად ნატოს ბევრი ქვეყანა, მათ შორის, შეერთებული შტატებიც ვერ აღწევს.

ტრამპის კომენტარები ამასთან დაკავშირებით, ერთგვარი შეხსენება იყო მის მუქარაზე, რომელიც გულისხმობდა, რომ ამერიკა არ დაიცავს იმ მოკავშირეებს რომლებიც ვერ მიაღწევენ მიზანს.

ნატოს ქვეყნების ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ისინი შეთანხმდნენ, რომ თავდაცვის ხარჯები კიდევ უნდა გაიზარდოს, მაგრამ არ დაუჭირეს მხარი 5%-იან მაჩვენებელს. ანალიტიკოსების თქმით, ეს პოლიტიკურად და ეკონომიკურად შეუძლებელი იქნება თითქმის ყველა წევრისთვის. ამას დასჭირდება ასობით მილიარდი დოლარის დამატებითი დაფინანსება.

დანახარჯების ახალი სამიზნე, სავარაუდოდ, ნატოს სამიტზე, ივნისში, ჰააგაში დაწესდება. ახლა არსებობს შიში, რომ უკრაინის შემდეგ, რუსეთმა შესაძლოა ნატოს წევრ ქვეყნებსაც შეუტიოს.

ყველაზე მნიშვნელოვანი ღია კითხვები კი ახლა ისაა, თუ რა იქნება ეს ახალი სამიზნე და იქნება თუ არა ის საკმარისი ტრამპის დასაკმაყოფილებლად.

ზოგიერთი მოელის, რომ ნატოს 32 წევრი დიდი განხილვის შემდეგ დათანხმდება მშპ-ის დაახლოებით 3%-ის მიზანს. მაგრამ ესეც კი ბევრისთვის ძალიან ამბიციური გეგმა და რთულად შესასრულებელი მიზანი იქნება.

სრულად წაკითხვა