ანდრო ჭიჭინაძეს და ონისე ცხადაძეს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

2 weeks ago 7

მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს და იუმორისტ ონისე ცხადაძეს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისინი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, მასში მონაწილეობისა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების ბრალდების მუხლით არიან დაკავებული.

დღეს, თბულისსა და იმერეთის რეგიონში ამავე მუხლით დაკავებულია კიდევ სამი პირი: 1990 წელს დაბადებული გ.მ., 1975 წელს დაბადებული ჯ.ა. და უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1997 წელს დაბადებული რ.ს.

შსს ამბობს, რომ ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას მობილური ტელეფონები, კომპიუტერული ტექნიკა, სამხედრო ტანსაცმელი, აირწინაღები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ასევე, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, თბილისში 4 პირის საცხოვრებელ ბინაში ჩხრეკა ჩატარდა, საიდანაც შსს-ს მტკიცებით, ცეცხლსასროლი იარაღები, დიდი ოდენობით თანხა, მეხსიერების ბარათები და კომპიუტერული ტექნიკა ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და 239-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

მიმდინარე აქციების ფარგლებში სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 239-ე პრიმა მუხლებით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობასა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდებას გულისხმობს დაკავებულია, 13 სულ პირი, ხოლო აფეთქების მომზადების ბრალდებით — 1 პირი.

სრულად წაკითხვა