არავინაა დაკავებული, სისხლის სამართლის საქმეზეა გამოძიება - შსს დოდი ხარხელზე

2 weeks ago 11

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ დოდი ხარხელის სახლში საგამოძიებო მოქმედებები „ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე“ მიმდინარეობს.

„დაკავებული არავინ არ არის", - აცხადებენ უწყებაში და არ პასუხობენ დამაზუსტებელ კითხვას, რას ეხება „ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმე".

ციფრული მარკეტინგის სპეციალისტისა და აქტივისტის, დოდი ხარხელის ბინაში პოლიციაა.

მისი ნათესავები, რომლებიც ახლა აქტივისტის სახლთან არიან შეკრებილი, ამბობენ, რომ დოდი ხარხელი პოლიციამ საბავშვო ბაღთან გააჩერა, პოლიციის ავტომობილში ჩასვა და სახლი წაიყვანა მას შემდეგ, რაც მცირეწლოვანი შვილი ბაღში დატოვა. ამ დროს დოდი ხარხელის საცხოვრებელ ბინაში მისი მეორე არასრულწლოვანი შვილი იყო.

ამ მონათხრობის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში სოფი ახობაძემ გაავრცელა. ვიდეოში ჩანს, როგორ ესაუბრება 10-მდე პოლიციელი დოდი ხარხელს, შემდეგ ადგენენ დოკუმენტებს და მას იქვე მდგომ ავტომობილში სვამენ. ხარხელს ხელბორკილები არ ადევს.

„რუსული ოცნება რუსული ტერორი, მარტო იმიტომ, რომ აქციებზე ვდგავარ", - ამბობს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში დოდი ხარხელი.

დოდი ხარხელი ღიად გამოხატავს კრიტიკულ პოზიციას „ქართული ოცნებისა“ და მისი პოლიტიკის მიმართ, მონაწილეობს საპროტესტო აქციებში. მის სახლთან ახლა აქტივისტები იკრიბებიან.

სრულად წაკითხვა