წაკითხვა: 1
არავის ეშინია ქუჩებში თქვენი აღმა- დაღმა წოწიალის, არანაირი რევოლუცია სახელმწიფოში არ და ვერ იქნება! – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გოჩა ნაჭყებია და ოპოზიციას მიმართავს:
როგორ იქნება “არალეგალური მთავრობის” მიერ დანიშნული არჩევნები ლეგიტიმური?! საქართველოს ჰყავს კანონიერად არჩეული პარლამენტი და მალე ეყოლება კანონიერად არჩეული ახალი პრეზიდენტიც. არანაირი ახალი თუ განმეორებითი ( აქაც ვერ ჩამოყალიბებულან!) ქვეყანაში არ ჩატარდება არავის ეშინია თქვენი ქუჩებში აღმა- დაღმა, წოწიალის. არანაირი რევოლუცია სახელმწიფოში არ და ვერ იქნება! ძალაუფლების ხელში ჩაგდების ჟინით შეპყრობილი ბიო მასა, ე. წ. ოპოზიცია, რომელიც იარაღად მხოლოდ სასკოლო ასაკის ბავშვების გრძნობებზე თამაში და სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის მოტრფიალე ” საზოგადოების” თანადგომა დარჩენია, იმდენს იზამს, რომ ღმერთმა არ ქნას, ბოლო სერიაში თავად შემოუძღვება რუსის ჯარს საქართველოში.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, არჩევნებს ნიშნავს მთავრობა, ხოლო არჩევნების ჩატარების კონკრეტულ თარიღს, კონსტიტუციურ ვადებში საზღვრავს ქვეყნის პრეზიდენტი. მე-5 კოლონის ლიდერთა თქმით, მთავრობა, ისევე როგორც პრემიერი, არჩეული პარლამენტი- არალეგიტიმურია, სასამართლო – უკანონო. ერთადერთი ლეგიტიმური მხოლოდ პრეზიდენტად წოდებული პარიზელი კურტიზანია, რომელსაც 29-ში , როგორც დაპირდნენ. “სკამიდად გამოიტანენ” საპრეზიდენტო სასახლიდან.
ისმის ლოგიკური კითხვა: თუ, ყველა “არალეგალურია”, რანაირად იქნება ამ არალეგალური მთავრობის ან არალეგალური პრემიერის მიერ დანიშნული არჩევნები ლეგიტიმური?! თავადვე, აბსურდის თეატრში ეხვევით! ხელახალი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში კონსტიტუციის თანახმად, ერთადერთ ვითარებაში შეიძლება დაინიშნოს: თუ, საკანონმდებლო ორგანოს ყველა წევრი, ანუ “ქართული ოცნების” ყველა დეპუტატი უარს იტყვის მანდატზე, ან / და წარმოიქმნება კვირუმის არ არსებობის საკითხი.
ორი კვირაა , თბილისის ცენტრში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს ისე, რომ ელემენტარულად სწორად ფორმულირებული მოთხოვნა არ დაყენებულა და ვერც ვერავინ ბედავს საკუთარ თავზე აიღოს ძალადობრივი “აქცია- სეირნობის ” ლიდერობა.
არც არის გასაკვირი, რადგან, მათ მიერ დასახული ” პიტარდების რევოლუციის” გეგმა როგორც მრავალჯერ ითქვა მსხვერპლზე გადის, რაც პირველ რიგში ლიდერების პასუხიმგებლობის საკითხს წარმოშობს. ამიტომაცაა, რომ კულისებიდან ბრძანებების გაცემა ურჩევნიათ, საკუთარ პასუხისმგებლობას და ერთი კაცმაცუნასავით – ჯაგრისით საკნის ხეხვას! ღმერთმა დაიფაროს და, რაც არ უნდა გაითამაშოთ მსხვერლთშეწირვის მიზან სცენა, უკვე გაშიფრულები ხართ და საზოგადოების აღშფოთების ხარისხი, რასაც თქვენ იმედოვნებთ, ისეთივე ფუჭი იქნება, როგორც თქვენს მიერ დადგმული , ჟურნალისტებზე გათამაშებული თავდასხმა. ვერავის დააჯერებთ, თქვენი ” გულწრფელი” თითქოს და ‘სპონტანური სახალხო პროტესტებით” , რაც არ უნდა ეცადოთ, პასუხისმგებლობა საპროტესტო აქციებზე განვითარებულ ნეგატიურ პროცესებზე ეკისრება ოთხი, ე. წ. ოპოზიციური პარტიის ლიდერებს, უსამშობლო დამსმენებს.”- წერს გოჩა ნაჭყებია.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს