"არაკაცი ხარ, ვინც ჩემს თვალში პატივისცემა დაკარგა" - დვალიშვილი ნურმაგომედოვს

2 weeks ago 6

მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის პრესკონფერენცია საკმაოდ ცხარე გამოდგა და ქართველმა მებრძოლმა რუს მეტოქეს ყველაფერი პირში მიაძახა.

შენ კარგი მებრძოლი, მაგრამ არაკაცი ხარ. ჩემზე ინტერნეტში საუბრობ, როცა პირადად შეგხვდი და ვუთხარი, რომ ერთ დღესაც დავუპირისპირდებოდი. ამას კაცები არ აკეთებენ. ეს ბრძოლა ჩემთვის პირადული იქნება.


მას სატიტულო ბრძოლა არ დაუმსახურებია. მადლობელი იყავი, რომ ორგანიზაცია ამ ბრძოლას გჩუქნის. მივცემ მათ და ხალხს იმას, რისი ნახვაც სურთ.

- თქვა მერაბ დვალიშვილმა.

ცნობისთვის, მერაბ დვალიშვილი ქამარს UFC 311-ის ივენთზე იანვარში დაიცავს.

სრულად წაკითხვა