5
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა.
საბავშო ბაღი 75 ბავშვზეა გათვლილი. ახალი შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის და შენობა ბავშვთა უსაფრთხოების ყველა არსებულ სტანდარტს სრულად აკმაყოფილებს. თუმცა, შენობის ინვენტარი სანამ არ იქნება მორგებული ბავშვთა საჭიროებებს, მანამდე, ბაღი ფუნქციონირებას არ დაიწყებს.
შენობის დასრულებული პროექტი წალენჯიხის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ვანო ბურდულმა, მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა მამუკა ქარდავა ერთად დაათვალიერეს.
როგორც ვანო ბურდული აცხადებს, როდესაც კონკრეტული შენობა-ნაგებობის თუ განხორციელებული პროექტის ექსპლუატაცია მოხდება, განსაკუთრებული ყურადღება ხარისხს უნდა დაეთმოს.
“არანაირი დათმობა არ იქნება ამ მიმართულებით, მით უმეტეს, როდესაც საქმე პატარებს ეხება. რადგან საბავშვო ბაღში არ არის საჭირო დგამ-ავეჯი, სამზარეულოს ტექნიკა, სველი წეეტილებიც ნაწილობრივაა მოწყობილი, რის გამოც ბავშვების შემოყვანა ამ ეტაპზე შეუძლებელი ხდება, ჩვენ მოვაწყეთ ჭაბურღილი, რითაც უზრუნველვყავით წყალმომარაგება, გაზიც დღე-დღეზე შემოვა, ბაღის აღჭურვისათვის საჭირო თანხები კი სამწუხაროდ, მუნიციპალიტეტს არ გააჩნია. ოფიციალურად მივმართავთ ცენტრალურ ხელისუფლებას, დაგვეხმარონ ან აღჭურვონ საბავშვო ბაღი შესაბამისი ინვენტარით.”
ცნობისთვის, წალენჯიხა ერთადერთი ქალაქია, სადაც პირველკლასელთა კვებას მერია ადგილობრივი ბიუჯეტიდან აფინანსებს. მერიამ თხოვნით არაერთხელ მიმართა ცენტრალურ ხელისუფლებას, მიეცა ფინანსური სახსრები მეორეკლასელთა კვების დასაფინანსებისთვის, საუბარი იყო, დაახლოებით 200 000 ლარზე და მთავრობას პასუხიც არ გაუცია. უცნობია, ამ შემთხვევაში, მაინც გაითვალიწინებს წალენჯიხელთა საჭიროებებს, თუ ისევ იგნორის რეჟიმში დარჩება.