1
ჟურნალისტი ბექა ყორშია:
,,ამ ისტორიას ადვოკატებს მოვუყევი და აქაც მოვყვები ბარემ.
არაფერი სასაცილო ამაში მაშინ არ იყო, მაგრამ ახლა რომ ვიხსენებ, სიცილით ვკვდები.
მარშრუტკაში რომ გვირტყამდნენ, ჩემსა და დავით მარტიაშვილს შორის ერთი კაცი იჯდა, რომელიც რუსულად ელაპარაკებოდა რობოკოპებს.
რობოკოპები რომ გავიდოდნენ, ეს სლავური გარეგნობის უუუუუგამართულესი რუსულით მოლაპარაკე ტიპი ძალიან გამართული ქართულით მეუბნებოდა:
– კარგად იქნება ყველაფერი, გავმაგრდეთ…
ბოლოს ვკითხე, რუსულად რატომ ელაპარაკები ამათ-მეთქი? რა ვიცი, რუსები უყვართ ამ დედამოტ*ნულებს და იქნებ, ეგრე ძაანაც არ მცემონო.
იქ უნდა ყოფილიყავით:)))))))”