"როდესაც პატარა იესო დაიბადა და მას სდევნიდნენ, დედამ, მარიამმა ის წამოიყვანა, როდესაც მტერი მოსდევდა მოსაკლავად, ტრიალ მინდორზე იყვნენ და იქ მხოლოდ ერთი ნაძვის ხე იდგა. მათ ნაძვის ხეს შეაფარეს თავი. ამ დროს მოხდა სასწაული, ნაძვის ტოტები დაბლა დაეშვა და ყრმა იესო მტრისგან დაიფარა. აი, ეს არის ნაძვის ხე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია" - თქვა მაკა შალიკაშვილმა.
"პალიტრავიდეო" მაკა შალიკაშვილს დაუკავშირდა, როგორც მსახიობი ამბობს:
"მე ვთქვი, რომ ასეთი თქმულება არსებობს, ასე დავიწყე ეს ისტორია. რა თქმა უნდა, ეს ნაწილი მოაშორეს. ბიბლიაც დაწერილია და სახარებაც. არაფერს ვამტკიცებ. უბრალოდ, ასეთი თქმულება იყო. ასეთი თქმულება რომ არის, ამას რომ ვამბობ, ეს რა თქმა უნდა, ამოჭრილია.
ამ ამბის მთავარი აზრი არის - სიკეთე. იმდენ სიბოროტეს აჯერებენ ბავშვებს, მოდი, სიკეთე დავაჯეროთ. ამ ამბავში არაფერი უბედურება არ არის, რომ ვინმე შეცდომაში შეიყვანოს. ამის შემდეგ თუ ვინმეს სიყვარულით ააწყობს და დადგამს სახლში ნაძვის ხეს, ამით არაფერი დაშავდება. მთავარია, ერთმანეთს არ ვუსურვოთ ბოროტება" - განაცხადა მაკა შალიკაშვილმა.