“არის ეს იარაღი, პოლიციელო?” – ფორმიანები ცეცხლსასროლი იარაღით და პასუხის გაცემის უფლების გარეშე – ვიდეოა

1 week ago 8

116

ტვ პირველის ცნობით, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე, სადაც ხალხი “ქართული ოცნების” უდიპლომო პრეზიდენტის დანიშვნას აპროტესტებს, გომელაურის უწყების თანამშრომლები ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდნენ.

სამთავრობო კვარტალი ამ დრომდე ნიღბიანი ძალოვნების ალყაშია მოქცეული. პარლამენტის ტერიტორიას გომელაურის უწყების თანამშრომლები ამაგრებენ, თავისუფლების მოედანზე ნიღბიანები ავტობუსებში ჰყავთ მობილიზებული. გამოყვანილია წყლის ჭავლის მანქანებიც.

ტვ პირველის ჟურნალისტის კითხვას, რატომ არღვევენ კანონს და რატომ არიან გამოსულნი ცეცხლსასროლი იარაღით საპროტესტო აქციაზე, ჯერ პასუხობენ, რომ პრესცენტრს მიმართონ, შემდეგ კი ამბობენ, რომ არავის აქვს იარაღი.

http://

სრულად წაკითხვა