არც კვარა, არც ჩაკვე, არც ჟორჟი და არც ბუდუ - სუპერკომპიუტერი ასახელებს, ვინ გახდება ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი 2025 წელს

2 days ago 5

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრების ბომბარდირი 2024 წელს გიორგი მიქაუტაძე გახდა.

მიმდინარე წელს ჟორჟმა ეროვნულ გუნდში გოლით 7-ჯერ გამოიჩინა თავი, რაც საუკეთესო შედეგი აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ სუპერკომპიუტერმა დაასახელა ფეხბურთელი, ვინც მომდევნო წლის ბომბარდირი გახდება.

როგორც ირკვევა, 2025 წელს ჯვაროსნების რიგებში ყველაზე მეტ გოლს ზურიკო დავითაშვილი გაიტანს. 

მისი ვარაუდით, "სენტ-ეტინის" შემტევი თავს 5 გატანილი გოლით გამოიჩენს. 

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრები ასპარეზობას 2025 წლის მარტში დაიწყებს.

სრულად წაკითხვა