არხი მიკერძოებულია – სააზმაუს 57 თანამშრომლის განცხადება

2 weeks ago 14

1

საზოგადოებრივი მაუწყებლის 57 თანამშრომელი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, სადაც მშვიდობიანი დემონსტრანტების სასტიკ დარბევას გმობენ და ასევე აპროტესტებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომელმაც ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა.

ამასთან, საზმაუს თანამშრომლების ნაწილი ღიად აცხადებს, რომ არხი მიკერძოებულია და საჭიროა, ეთერი საჯარო დისკუსიებს დაეთმოს.

ჩვენ, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქეები, ვგმობთ მშვიდობიანი მოქალაქეების სასტიკ დარბევას, დევნას და დაპატიმრებას, ვდგავართ დემონსტრანტების გვერდით და ვიაზრებთ ჩვენს მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას დავიცვათ ხალხის მიერ არჩეული, კონსტიტუციით გამყარებული აწმყო და მომავალი.

 სამწუხაროდ, საზოგადოებრივი მაუწყებელი ბოლო ხანია ვერ ასრულებს კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს, არ ასახავს მოვლენებს სიღრმისეულად და მიუკერძოებლად.

საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა დემოკრატიული სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია, შესაბამისად, საკუთარ ვალდებულებად მიგვაჩნია თავისუფალი სიტყვის დაცვა. საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის თანამშრომლები ვგმობთ და ვაპროტესტებთ ძალადობას ჩვენი თანამოქალაქეებისა და კოლეგების მიმართ. ვგრძნობთ მოქალაქეობრივ და პროფესიულ პასუხისმგებლობას, სწორედ ამიტომ, მივესალმებით და მოვითხოვთ, ჩვენი ეთერები დაეთმოს საზოგადოებრივი აზრის გაჟღერებას და საჯარო დისკუსიებს”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ უკვე 5 დღეა მოქალაქეები “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომელმაც ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა. მე-5 დღეა მოქალაქეები ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე იკრიბებიან და საკუთარ პოზიციას ამ ფორმით გამოხატავენ. მშვიდობიან დემონსტრანტებს უკვე 5 დღეა სასტიკად უსწორდება სპცერაზმი.

პარალელურად, საზოგადოებრივ ტელევიზიასთან რამდენიმე დღეა იკრიბებიან აქციის მონაწილეები და ითხოვენ, მოვლენები ობიექტურად გაშუქდეს.

სრულად წაკითხვა