,, არ არის ამაზე უფრო დიდი და მაღალი სკამი, ვიდრე ადგილი სადაც ეს კაცი ზის” – გიორგი კეკელიძე

1 week ago 12

მწერალი გიორგი კეკელიძე ფოტოს აქვეყნებს და წერს:

,,დღეს მე და ამ კაცმა ვილაპარაკეთ. სურათსაც მისი ნებართვით ვდებ, ცხადია. ამ კაცმა მითხრა, რომ მაძღარი და მდიდარი მაშინაა, როცა მის ძაღლს არ ცივა და არ შია. ძაღლს კიდევ ლეკვობიდან ზრდის.

როცა წამოვედი, ვფიქრობდი რომ არ არის ამაზე უფრო დიდი და მაღალი სკამი, ვიდრე ადგილი სადაც ეს კაცი ზის – ცივი ფილა ქუჩაში. დანარჩენი სკამი, რომელსაც ებღაუჭებიან, როცა ებღაუჭებიან – ეკლიანი ხდება. რაც ეკლიანი ხდება – ხდება სისხლიანი.

ამ კაცს და ამ ძაღლს გაუმარჯოთ.”

სრულად წაკითხვა