"არ გავფიცულვარ, არც საახალწლო კონცერტი გამიუქმებია და ამისთვის მე ბოდიშს ვერ მოვიხდი" - რას ამბობს მაია ბარათაშვილი

10 hours ago 4

მუ­სი­კო­სი მაია ბა­რა­თაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ არ გა­ფი­ცუ­ლა და გან­მარ­ტავს, თუ რა­ტომ არის მომ­ხრე, რომ კონ­ცერ­ტე­ბი ჩა­ტარ­დეს. აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე მან "ტვ პირ­ვე­ლის" ეთერ­ში ისა­უბ­რა.

"არ გავ­ფი­ცულ­ვარ, არც სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტი გა­მი­უქ­მე­ბია იმი­ტომ, რომ ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი მაქვს და ამის­თვის მე ბო­დიშს ვერ მო­ვიხ­დი. ვთვლი, რომ ხე­ლოვ­ნე­ბის მთა­ვა­რი მი­სია ადა­მი­ა­ნე­ბის შე­კავ­ში­რე­ბაა, ხე­ლოვ­ნე­ბის მთა­ვა­რი მი­სია არის ხი­დე­ბის გა­დე­ბა ადა­მი­ა­ნებს შო­რის.

მა­გა­ლი­თი მინ­და მო­ვიყ­ვა­ნო - მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის გა­რიჟ­რაჟ­ზე რო­დე­საც ჯაზი, რო­გორც უნი­კა­ლუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის ფორ­მა ისა­ხე­ბო­და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, ძა­ლი­ან მწვა­ვედ იდგა რა­სობ­რი­ვი დის­კრი­მი­ნა­ცი­ის თემა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ელა ფი­ცჯე­რალდს არ უშ­ვებ­დნენ კლუბ­ში და კი­დევ მრა­ვა­ლი აფ­რო­ა­მე­რი­კე­ლის უფ­ლე­ბე­ბი ირ­ღვე­ო­და.

მა­შინ ჯაზი იყო მე­ინ­სტრი­მი და სრულ­დე­ბო­და ან­დერგრა­უნდში. იქ სა­ცეკ­ვა­ოდ თავს იყ­რი­და რო­გორც თეთრკა­ნი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბაც ასე­ვე აფ­რო­ა­მე­რი­კე­ლე­ბი. იქ არა­ვის არ აინ­ტე­რე­სებ­და რა­სობ­რი­ვი სეგ­რე­გა­ცი­ის სა­კი­თხი, რა­სობ­რი­ვი დის­კრი­მი­ნა­ცია იქ სა­ერ­თოდ არ ხდე­ბო­და.

ამი­ტომ მე ვთვლი, რომ ხე­ლოვ­ნე­ბას აქვს დიდი მი­სია, გა­ამ­თლი­ა­ნოს, და­ა­კავ­ში­როს თუნ­დაც გა­ტე­ხი­ლი გუ­ლე­ბი, ადა­მი­ა­ნე­ბი შე­ა­კავ­ში­როს. ამი­ტომ მე მომ­ხრე ვარ იმის, რომ კონ­ცერ­ტე­ბი ჩა­ტარ­დეს.

ეს არის ჩემი შე­მო­სავ­ლის წყა­რო, მაგ­რამ ამის გარ­და მე ვი­ტყვი იმას, რომ ხე­ლოვ­ნე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ორი და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი მხა­რის შე­რი­გე­ბის საქ­მე­ში", - ამ­ბობს მაია ბა­რა­თაშ­ვი­ლი.

სრულად წაკითხვა