"არ ინერვიულოთ" - გიორგი მიქაუტაძემ "ლიონის" ფანებს მიმართა

15 hours ago 5

რამდენიმე დღის წინ "ლიონის" საშინაო არენასთან მდებარე საკლუბო მაღაზიაში საქველმოქმედო აუქციონი გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ ამ საღამოს გიორგი მიქაუტაძემ იმყოფებოდა, რომელმაც კლუბის ქომაგებს მიმართა. 

"გმადლობთ მოსვლისთვის და საავადმყოფოში მყოფი ბავშვების საჩუქრებისთვის. 

"ამ სეზონში ჩვენი მიზანია ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება და ევროპის ლიგაზე შორს გასვლა.

"ლიონში" მხოლოდ 6 თვის წინ ჩამოვედი. ამ გუნდზე ვარ ორიენტირებული. 

"არ ვუყურებ, ჩემზე რას ამბობენ, რადგან სატრანსფერო ფანჯარას ჭორები ახასიათებს. ამაზე არ ინერვიულოთ", - თქვა ჟორჟმა. 

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში მიქაუტაძეს აქტიურად "გალათასარაისთან" აკავშირებენ.

სრულად წაკითხვა