“ასეთი ორმაგის სტანდარტის ნაძირალები ხართ თქვენ, ვინც ამის დაწერა/თქმის უტიფრობა გყოფნით” – ბაჩანა შენგელია ნათია მეზვრიშვილს პოზიციას ეხმაურება

1 day ago 4

გიორგი გახარიას საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, პარტია “გახარია საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის მიერ დაფიქსირებულ პოზიციას მწვავე შეფასებებით და კონკრეტულ ფაქტებზე მინიშნებით, ეხმაურება სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია:

თურმე სცოდნიათ დანაშაულის ჩაფარცხვა რომ დანაშაულია. დედაჩემის საქმეზე პროკურატურამ სამი თვე არ ამოიღო კამერების ჩანაწერი, რომელიც დაადასტურებდა, რომ მის წინააღმდეგ საჩივარი არავის შეუტანია და ის განათლების სამინისტროში თვითონ შეადგინეს. როცა მიმართეს, ყველაფერი უკვე წაშლილი იყო.

არ ჩაატარეს ექსპერტიზა, არ გამოჰკითხეს მთავარი ბრალდებული გახარია, არ ამოიღეს დეტალური სატელეფონო ჩანაწერი. მე, ია კერზაიას შვილი არ მცნეს დაზარალებულად მისი გარდაცვალების გამო თვეების მერე ძლივს დაწყებული გამოძიების საქმეში და მალევე გამოძიება შეწყვიტეს 20 ივნისის მერე უკვე თვალთხარიას პრემიერად აღსაზევებლად.

კიდევ უამრავი რამე შუალედში…

ყოფილ პრემიერზე თავდასხმის გამოუძიებლობა სირცხვილია და სკოლის მოქმედი დირექტორის სიკვდილამდე მიყვანა თურმე შეიძლება.

ასეთი ორმაგის სტანდარტის ნაძირალები ხართ თქვენ, ვინც ამის დაწერა/თქმის უტიფრობა გყოფნით, ვინც ამას ატარებთ ან არ ახსენებთ ამ კრიმინალებს და იმედია მალე ერთად ჩაირეცხებით“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ბაჩანა შენგელია.

ინფორმაციისთვის: ნათია მეზვრიშვილი, გიორგი გახარიას საქმის გამომძიებელ სამართალდამცავებს მიმართავს და უნდობლობას უცხადებს მათ:

მართლა ვერ ხვდებით რამხელა სირცხვილი გელოდებათ ყოფილ პრემიერზე თავდასხმის საქმის ჩაფარცხვისთვის?

ნუ რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ დანაშაულის ჩაფარცხვა დანაშაულია“.

სრულად წაკითხვა