ასე უხდიან მადლობას? - ნაპოლის ყოფილმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიას კბილი გაჰკრა

2 weeks ago 6

“ნაპოლის” ყოფილმა თავდამსხმელმა ფრანჩესკო ბაინომ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:

“ნაპოლიმ კვარაცხელია უთუოდ უნდა გაყიდოს, თუმცა მინიმუმ 80-100 მილიონ ევროდ. უდაცოა, რომ მას გუნდში დარჩენა აღარ სურს. ახალი კონტრაქტის შესახებ საუბრები უკვე საპნის ოპერას ჰგავს. ხვიჩა არ არის მადლიერი პარტენოპეის მიმართ. ამ კლუბმა ის აღმოაჩინა, როცა ჯერ კიდევ უცნობი ფეხბურთელი იყო იყო.

ისტორიულად, ნაპოლის ქართველ გარემარბზე უფრო მაღალი დონის ფეხბურთელებიც გაუშვია. მან ტოპ დონეზე მხოლოდ პირველი სეზონი ითამაშა. ხვიჩა არ არის მარადონა, გუნდი მის გარეშეც ითამაშებს”. - განაცხადა ბაინომ.

ცნობისთვის, კვარამ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 14 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სრულად წაკითხვა