აფხაზეთში ელექტროენერგიის გათიშვის მკაცრი გრაფიკი ამოქმედდა

1 week ago 12

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში დღეიდან, 9 დეკემბრიდან ელექტროენერგიის გათიშვის კიდევ უფრო მკაცრი გრაფიკი ამოქმედდება. ამის შესახებ კომპანია “ჩერნომორენერგო” იტყობინება, რომელმაც პირველად გამოაქვეყნა არა გამორთვის, არამედ ჩართვის გრაფიკი.

“რესპუბლიკის ენერგომომარაგებაში შექმნილი მძიმე ვითარებიდან გამომდინარე, 2024 წლის 9 დეკემბრიდან ამოქმედდება ელექტროენერგიის მიწოდების ახალი გრაფიკი. 21.00-დან 7.00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდვის გარეშე იქნება,” – ნათქვამია განცხადებაში.

07:00 საათიდან 21:00 საათამდე აბონენტები ელექტროენერგიას დღეში ორჯერ, 2 საათისა და 20 წუთის განმავლობაში მიიღებენ. ელექტროენერგიის მიწოდება უწყვეტი იქნება მხოლოდ ღამით – 21:00 საათიდან 07:00 საათამდე. ეს ნიშნავს, რომ დღის განმავლობაში მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე 9 საათისა და 20 წუთის განმავლობაში დარჩება.

მანამდე, ენერგეტიკულ პრობლემებზე გამართულ შეხვედრაზე, დე ფაქტო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთიდან კომერციული ნაკადების შეჩერების შემთხვევაში, მოსახლეობას ელექტროენერგია დღეში მხოლოდ 7-8 საათის განმავლობაში ექნება.

მიმდინარე ვითარება დაკავშირებულია ენგურჰესის ჯვრის წყალსაცავში წყლის დაბალ დონესთან და რუსეთიდან კომერციული ნაკადების კომერციული ფასად გადახდის აუცილებლობასთან.

სრულად წაკითხვა