ახალი ამბები • სამხრეთ კავკასიის ამბები • აფხაზეთი
9 დეკემბერი, 2024 • მარიამ ბერიძე
აფხაზური ტელეგრამ არხის ინფორმაციით, აფხაზეთის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის შტაბმა, ელექტროენერგიის დეფიციტის ფონზე, ინტერნეტ პროვაიდერებს ხვალ 00:00-დან 07:00 საათამდე ინტერნეტის გამორთვის თხოვნით მიმართა.
გავრცელებული ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის შემოღების საკითხს ხვალ განიხილავენ.
მანამდე, ენერგეტიკულ პრობლემებზე გამართულ შეხვედრაზე, დე ფაქტო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთიდან კომერციული ნაკადების შეჩერების შემთხვევაში, მოსახლეობას ელექტროენერგია დღეში მხოლოდ 7-8 საათის განმავლობაში ექნება.
მიმდინარე ვითარება დაკავშირებულია ენგურჰესის ჯვრის წყალსაცავში წყლის დაბალ დონესთან და რუსეთიდან კომერციული ნაკადების კომერციული ფასად გადახდის აუცილებლობასთან.