აქციაზე დაკავებულები ფიზიკური ძალადობის სხვადასხვა ფორმაზე საუბრობენ – საიას ხელმძღვანელი

2 weeks ago 6

საიას ხელმძღვანელი, ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ დაკავებულები სისტემის მსხვერპლნი არიან და ისინი პატიმრობიდან აუცილებლად უნდა გათავისუფლდნენ.

ქურდოვანიძე ამბობს, რომ აქციის მონაწილეებმა ადვოკატებს იმ ფიზიკურ ძალადობაზე უამბეს, რომლებიც მათზე დაკავების და შემდეგ ტრანსპორტირების დროს განხორციელდა.

ადვოკატებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაკავებულებს შეხვედროდნენ, ისინი საუბრობენ ფიზიკური ძალადობის სხვადასხვა ფორმაზე, რომელიც მათ გამოიარეს დაკავების და შემდეგ ტრანსპორტირების დროს, ვიდრე იზოლატორში მოათავსებდნენ. ეს ნიშნავს იმას, რომ დაკავებული ადამიანები არიან სისტემის მსხვერპლნი და აუცილებლად უნდა გათავისუფლდნენ“, – ამბობს ნონა ქურდოვანიძე.

პროტესტის მე-8 დღე – რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ამ დროისთვის დედაქალაქის მთავარი ქუჩა უკვე გადაკეტილია.

სრულად წაკითხვა