აქციაზე დაშავებული 21 წლის ბიჭი კვლავ რეანიმაციაში რჩება

2 weeks ago 10

3 დეკემბერს, აქციაზე დაშავებული 21 წლის ალექსანდრე თირქია კვლავ რეანიმაციაში რჩება. ინგოროყვას კლინიკის კლინიკური დირექტორის, კახაბერ ჭელიძის ინფორმაციით, დაწყებულია პაციენტის სამკურნალო მედიკამენტური ძილიდან გამოსვლის პროცესი. თუმცა, მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

ალექსანდრე თირქიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე IPN-თან ისაუბრა მისმა ბიძამ, იოსებ ჩანადირმა. მისი თქმით, ექიმები თანდათან უმცირებენ საძილე პრეპარატებს, რათა გამოღვიძების პროცესი დაიწყოს.

“აქვს მცირედი რეფლექსები: თვალების, ქუთუთოების ხამხამი, თითების მოძრაობა, წამოახველა, შარდის გამოყოფა გაუმჯობესდა. [მდგომარეობა] დღეს საღამომდე უკეთესობისკენ უნდა შეიცვალოს წესით. ეს ცვლილებები კი დადებითია, მაგრამ ახალ სურათს არ გვაძლევს, რომ დაგვაიმედოს. ნებისმიერ მომენტში შეიძლება მდგომარეობა შეიცვალოს ან უარესობისკენ, ან პირიქით, დადებითისკენ, რადიკალურად. ნელ-ნელა უნდა მოხდეს გამოღვიძება, რაც უფრო დიდ ხანს გაგრძელდება გამოღვიძების პროცესი, უფრო უკეთესი და უსაფრთხოა. უცებ გამოღვიძება რეკომენდებული არააო”, – უთხრა IPN-ს იოსებ ჩანადირმა.

ალექსანდრე თირქია 3 დეკემბერს, პარლამენტი წინ გამართულ აპროტესტო აქციაზე დაშავდა. სავარაუდოდ, მას თვალში მოხვდა სპეცრაზმელის მიერ ნასროლი გაზის კაფსულა. ის კლინიკაში შეიყვანე სკალპის ღია ჭრილობით, შუბლის ძვლისა და თვალ-ბუდის მოტეხილობით, ასევე ტვინის გარსებში სისხლჩაქცევით. მას ოპერაცია დაუყოვნებლივ, ინგოროყვას კლინიკაში შეყვანისთანავე ჩაუტარდა და მას შემდეგ რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

სრულად წაკითხვა