აქციებზე ძალადობის შესახებ ცნობები საგანგაშოა – ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი

2 weeks ago 9

ლუის გრაჩა, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი, ეხმაურება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.

„ძალიან შეშფოთებული ვარ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში მიმდინარე მოვლენებით. ბოლო დემონსტრაციების დროს ძალადობის შესახებ ცნობები საგანგაშოა.

ასევე მოვუწოდებ ყველა დემონსტრანტს, გამოიყენონ მშვიდობიანი პროტესტის უფლება კანონის უზენაესობის პატივისცემით, რადგან ძალადობრივი ქმედებები დაუშვებელია. ამავდროულად, მიუხედავად იმისა, რომ ხაზს ვუსვამ, რომ პოლიციას აქვს მოვალეობა გამოიჩინოს თავშეკავება დემონსტრანტებზე რეაგირებისას, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ მოუსმინოს მომიტინგეების ხმას და პატივი სცეს ფუნდამენტურ თავისუფლებებს“, – აცხადებს იგი.

სრულად წაკითხვა