“აღარ არსებობს არც სამართალი, არც სასამართლო და არაფერი…” – კახა კინწურაშვილი

1 day ago 4

მსახიობი კახა კინწურაშვილი ჟურნალისტებთან მწვავე კომენტარს აკეთებს საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების სასამართლო პროცესთან დაკავშირებით:

,,როგორც უნდათ ისე იღებენ გადაწყვეტილებებს, ეს არის ამათი სახე რა – აღარ არსებობს არც სამართალი, არც სასამართლო და არაფერი. როგორ სძინავთ არვიცი რა.

უსამართლობაა რა, უსამართლობა ეს არის უსამართლობა, რომელიც ამათ დაანგრევს და ამ ადამიანებმა ახლა, ვინც ამის სათავეში არიან ილოცონ იმისთვის, რომ სასამართლომდე მივიდნენ! იმიტომ რომ ეს დრო დადგება!

ჟურნალისტის შეკითხვა: რას აპირებ ახლა?

პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ ყველა უკანონოდ დაპატიმრებული პატიმარი არ დატოვებს ციხეებს. აი მანამდე გაგრძელდება რა და თუ ვინმეს იმედი აქ რამისთვის აი მაგ იმედით იყოს…“, – განაცხადა კახა კინწურაშვილმა.

ინფორმაციისთვის: მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ 11-ვე დაკავებული – ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ლუკა ჯაბუა, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ირაკლი ქერაშვილი, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, რევაზ კიკნაძე და სერგეი კუხარჩუკი პატიმრობაში დატოვა.

სრულად წაკითხვა