“აშშ ემზადება გამოიყენოს ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტები, მათ შორის დამატებითი სანქციები” – ენტონი ბლინკენი

2 weeks ago 6

4

აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი ენ­ტო­ნი ბლინ­კე­ნი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მი­მართ აშშ-ის მხარ­და­ჭე­რის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

ბლინ­კე­ნი გან­ცხა­დე­ბა­ში სა­უბ­რობს აშშ-სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის პარტნი­ო­რო­ბის 32 წლი­ან პე­რი­ოდ­ზე და აღ­ნიშ­ნავს, რომ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ერ­თგუ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მა­მა­ცი ხალ­ხი­სა და მათი ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი მის­წრა­ფე­ბე­ბი­სად­მი რკი­ნა­სა­ვით მტკი­ცეა.

აღი­ნიშ­ნე­ბა, რომ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი “მკაც­რად გმობს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სას­ტიკ და გა­უ­მარ­თლე­ბელ ძა­ლა­დო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის, მო­მი­ტინ­გე­ე­ბის, მე­დი­ის და ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მი­მართ“.

“შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი 32 წელ­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­სა და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის პარტნი­ო­რია. ჩვე­ნი პარტნი­ო­რო­ბა ემ­ყა­რე­ბა ჩვენს სა­ერ­თო სიყ­ვა­რულს თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ი­სად­მი და სურ­ვილს, და­ვი­ნა­ხოთ სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ ოჯახ­ში. ჩვენ ვი­მუ­შა­ვეთ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბებ­თან და ქარ­თველ ხალ­ხთან ერ­თად, რათა სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნე­ვი­თა­რე­ბი­ნა ეკო­ნო­მი­კა, გა­ე­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­ნა გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა, გა­ე­ზარ­და თავ­დაც­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და გა­ე­ფარ­თო­ე­ბი­ნა ჯან­დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სექ­ტო­რე­ბი. შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის მტკი­ცე მხარ­დამ­ჭე­რია და ჩვე­ნი ერ­თგუ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მა­მა­ცი ხალ­ხი­სა და მისი ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი მის­წრა­ფე­ბე­ბი­სად­მი რკი­ნა­სა­ვით მტკი­ცეა.

შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი მკაც­რად გმობს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სას­ტიკ და გა­უ­მარ­თლე­ბელ ძა­ლა­დო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის, მო­მი­ტინ­გე­ე­ბის, მე­დი­ის და ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მი­მართ. ჩვენ მო­ვუ­წო­დებთ “ქარ­თულ ოც­ნე­ბას“, შე­წყვი­ტოს რეპ­რე­სი­უ­ლი ტაქ­ტი­კა, მათ შო­რის თვით­ნე­ბუ­რი და­კა­ვე­ბი­სა და ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა კრი­ტი­კო­სე­ბის გა­ჩუ­მე­ბის მცდე­ლო­ბის მიზ­ნით. ჩვენ გან­სა­კუთ­რე­ბით შეშ­ფო­თე­ბუ­ლი ვართ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის მიერ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბით. მშვი­დო­ბი­ა­ნი შეკ­რე­ბი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის უფ­ლე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ, ხოლო ძა­ლის უკა­ნო­ნო გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბელ­მა თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­მა სრუ­ლად აგონ პა­სუ­ხის.
შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი სო­ლი­და­რო­ბას უცხა­დებს ქარ­თველ ხალ­ხს და მის დე­მოკ­რა­ტი­ულ მის­წრა­ფე­ბებს. ვინც ძირს უთხრის დე­მოკ­რა­ტი­ულ პრო­ცე­სებს ან ინ­სტი­ტუ­ტებს სა­ქარ­თვე­ლო­ში – მათ შო­რის, ვინც ახ­შობს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უფ­ლე­ბას მშვი­დო­ბი­ა­ნი შეკ­რე­ბი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე – პა­სუ­ხი უნდა უნდა აგონ. ორ­მხრი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მა­ნამ­დე გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი გა­და­ხედ­ვის გაგ­რძე­ლე­ბის გარ­და, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი ახლა ემ­ზა­დე­ბა გა­მო­ი­ყე­ნოს ჩვენს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი, მათ შო­რის და­მა­ტე­ბი­თი სან­ქცი­ე­ბი”, – წე­რია გან­ცხა­დე­ბა­ში.

სრულად წაკითხვა