აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, “მკაცრად დაიცვას კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები“

2 weeks ago 5

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, “მკაცრად დაიცვას კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები“. საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ ისაუბრა.

ვედანტ პატელი ასევე აცხადებს, რომ ის არ აპირებს წინასწარ გამოთქვას ვარაუდები მათი მხრიდან რაიმე ქმედებებთან დაკავშირებით და ამბობს, რომ ვაშინგტონი ამჟამად საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობასა და მათთვის პასუხისმგებლობის ხაზგასმაზეა ფოკუსირებული.

“აშშ ღრმად შეშფოთებულია ჟურნალისტების დაკავებისა და მათზე თავდასხმის შესახებ ცნობებით, რადგან მიგვაჩნია, რომ თავისუფალი პრესა დემოკრატიული სისტემის ქვაკუთხედია. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, უზრუნველყონ პროტესტების მშვიდობიანი ხასიათი და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მკაცრად დაიცვას კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები.

რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ ამჟამად ფოკუსირებული ვართ საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობასა და მათთვის იმ მძიმე პასუხისმგებლობის ხაზგასმაზე, რაც მათ აკისრიათ კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემის კუთხით და რაც, ჩვენი რწმენით, კვლავაც რჩება საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების საფუძვლად,“ – აცხადებს პატელი.

სრულად წაკითხვა