აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ჩვენ ქართველი ხალხის მხარეს ვართ

2 weeks ago 12
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი, ფოტო: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა 2 დეკემბერს შეშფოთება გამოხატა ევროკავშირის გზიდან საქართველოს ხელისუფლების გადახვევის გამო, მხარდაჭერა გამოუხატა ქართველ ხალხს და არ გამორიცხა შემდგომი სანქციები ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ, იტყობინება ვაშინგტონის კორესპონდენტი ალექს რაუფოღლუ.

„ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ შეშფოთებულები ვართ იმ ნაბიჯებით, რომლებიც მათ გადადგნენ, რათა ჩამოშორდნენ ევროპასთან უფრო ფართო ინტეგრაციის გზას, რომელსაც, როგორც ვიცით, ქართველი ხალხი მხარს უჭერს“, – განუცხადა მილერმა რაუფოღლუს.

კორესპონდენტის თქმით, „ქართული ოცნების“ მიმართ დამატებითი სანქციები არ არის გამორიცხული. „ამ ტრიბუნიდან სანქციებს არ განვიხილავთ. როცა სანქციების შესახებ განცხადებები გვაქვს გასაკეთებელი, ამას ვაკეთებთ… თქვენ უკვე იხილეთ, როგორ დავუწესეთ სანქციები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს. თქვენ უკვე იხილეთ, როგორ დავაწესეთ სავიზო შეზღუდვები. ასევე იხილეთ, რომ სხვა ქმედებებს ვახორციელებდით საქართველოს ხელისუფლებისთვის 95 მილიონი აშშ დოლარის დახმარების შესაჩერებლად“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

სრულად წაკითხვა