აშშ-ის სახელმწიფო მდივანი გმობს „ქართული ოცნების“ ძალადობას და დამატებით სანქციებს აანონსებს

2 weeks ago 8

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 4 დეკემბერს განცხადება გაავრცელა, სადაც მკაცრად დაგმო მომიტინგეების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ ძალადობა და განაცხადა, რომ ისინი, ვინც ზღუდავენ საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი შეკრების უფლებასა და გამოხატვის თავისუფლებას, აგებენ პასუხს. მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ დამატებით სანქციებს ამზადებს.  

„ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად გმობს ქართული ოცნების სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების, მომიტინგეების, მედიის წევრებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ“, – ნათქვამია ბლინკენის განცხადებაში. „მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას, შეწყვიტოს რეპრესიული ტაქტიკა, მათ შორის თვითნებური დაკავებისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენება, მათი კრიტიკოსების გაჩუმების მიზნით“.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ისინი, ვინც ძირს უთხრიან საქართველოში დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს – მათ შორის, ისინი ვინც ზღუდავენ საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი შეკრების უფლებასა და გამოხატვის თავისუფლებას –  აგებენ პასუხს“. მისი თქმით, აშშ ემზადება მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების, მათ შორის დამატებითი სანქციების გამოსაყენებლად, რათა ძალის უკანონო გამოყენებაზე პასუხისმგებელმა ოფიციალურმა პირებმა „სრულად აგონ პასუხი“.

სახელმწიფო მდივანი იმეორებს აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას საქართველოსადმი მისი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ და ხაზ უსვამს, რომ შეერთებული შტატები სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და მათ დემოკრატიულ მისწრაფებებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა