აშშ-ში, მექსიკის საზღვართან დააკავეს რუსული გასამხედროებული ჯგუფის, "ვაგნერის" ყოფილი წევრი

6 hours ago 2

აშშ-ის სასაზღვრო სამსახურმა მექსიკის მხრიდან საზღვრის უკანონო გადალახვის მცდელობისას დააკავა რუსეთის გასამხედროებული ჯგუფის, "ვაგნერის" ყოფილი წევრი, ტიმურ პრალიევი. აშშ-ის მედიის ცნობით, ინციდენტი მოხდა გასული წლის დეკემბრის შუა პერიოდში.

დაკავების შემდეგ პრალიევმა განაცხადა, რომ ყაზახეთის მოქალაქეა, თუმცა ყაზახეთის პასპორტთან ერთად მას თან ჰქონდა რუსეთის პასპორტიც. მესაზღვრეებმა დაკავებულს აღმოუჩინეს ოთხი ათასი დოლარი და 60 ათასი მექსიკური პესო.

დაკითხვისას პრალიევმა აღიარა, რომ იბრძოდა ჯგუფ "ვაგნერის" შემადგენლობაში. აშშ ამ გასამხედროებულ ჯგუფს მიიჩნევს კავშირის მქონედ ომის დანაშაულებთან, სიკვდილის დასჯის შემთხვევებთან და ძალადობის სხვა აქტებთან, რომლებიც ჩადენილია აფრიკის ქვეყნებში და უკრაინის ტერიტორიაზე.

პრალიევს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდება წაუყენეს. მან დანაშაული აღიარა.

მოსამართლემ პრალიევს სასჯელად მიუსჯა დრო, რომელიც მან უკვე გაატარა გუშაგთა მეთვალყურეობის პირობებში, თუმცა დაკავებული ფედერალურ ციხეში რჩება, სანამ ხელისუფლება მის სამომავლო ბედს გადაწყვეტს.

მიზეზები, თუ რატომ ცდილობდა პრალიევი აშშ-ში შესვლას, ასევე მისი განზრახვები გაურკვეველი რჩება.

სრულად წაკითხვა