ახალი სახელი, ახალი ინფორმაციები - რა გეგმები აქ პერესს სუპერლიგასთან დაკავშირებით

4 days ago 5

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე წლის უკან ფლორენტინო პერესმა ახალი ლიგის ჩამოყალიბება გადაწყვიტა.

“რეალის” პრეზიდენტის გეგმა ცოტა ხნით შეჩერებული იყო, მაგრამ სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა სულ ახალი ინფორმაციები.

სუპერლიგის სახელი შეიცვალა და მისი ახლანდელი სახელი “იუნიფაი ლიგაა”

მატჩები პირდაპირ ეთერში უფასოდ გავა, თუმცა მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა, შეიძინონ აბონემენტები მინიმალური რეკლამებით, რითაც შეეძლებათ აირჩიონ კამერების კუთხეები, უყურონ თამაშს კონკრეტული სტატისტიკითა და სხვა დამატებითი ფუნქციებით.

კლუბების ლიგებში პოზიციები განსაზღვრავს, თუ რომელ კატეგორიაში მოხვდება გუნდი.

ტურნირში 96 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც 4 კატეგორიად დაიყოფიან:

    •    Star კატეგორია (საუკეთესო) – 16 კლუბი

    •    Gold კატეგორია – 16 კლუბი

    •    მესამე და მეოთხე კატეგორიები – თითოეულში 32 კლუბი.

წყარო: @diarioas

აქვე გეტვით, რომ პერესმა გაუგზავნა უეფას წერილი, რათა ოფიციალურად დართოს ნება ამ ტურნირის ჩატარებისთვის.

სრულად წაკითხვა