როგორც მოგეხსენებათ, ვახტანგ სალია კარიერას "ნიუკასლ იუნაიტედში" გააგრძელებს.
აღსანიშნავია, რომ ამ ტრანსფერს "კაჭკაჭების" ინგლისელი ფანებიც გამოეხმაურნენ.
"ის ჩვენი ახალი ქეცბაია იქნება. ჯერ მხოლოდ 17 წლისაა და ყველაფერი წინ აქვს. ახალი ქართული ისტორია იწყება.
"ძალიან მაგარი ამბავია. ასეთი ნიჭიერი და ახალგაზრდა ფეხბურთელი ჩვენს გუნდს ნამდვილად სჭირდებოდა.
"თუ მან თავი გუნდში თავიდანვე დაიმკვიდრა, ძალიან დაგვეხმარება. ახალგაზრდა და ენერგიით სავსე შემტევი გვაკლდა.
"თემურ ქეცბაიას თამაშის ყურება ერთი სიამოვნება იყო, ახლა კი ნიუკასლში ახალი ქართული ისტორია იწყება, წარმატებები მას.
"აქამდე სალიას თამაში ნანახი არ მქონდა, თუმცა ტრანსფერის შემდეგ მისი ვიდეოები ვნახე და ნამდვილად უნიჭიერესია", - წერენ ინგლისელი ქომაგები.