"ახალ კლუბში გარანტირებული არაფერი ექნება" - ფრანგი ჟურნალისტი ხვიჩა კვარაცხელიაზე

1 day ago 4

ჟურნალისტი ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, პარი სენ-ჟერმენმა ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტი უკვე შეათანხმა და ტრანსფერის გაოფიციალურება მხოლოდ დროის საკითხია.

ტრანსფერს შეგუებული ფრანგი ჟურნალისტები ხვიჩაზე საუბარს აქტიურად იწყებენ. აი, რას ამბობს Le Parisien-ის ჟურნალისტი, კრისტოფ ბერარდი ხვიჩაზე:

მას გარანტირებული არაფერი ექნება. მარჯვნივ უსმან დემბელე კარგად თამაშობს, ის იქ კომფორტულად გრძნობს თავს. ბრედლი ბარკოლას მარცხნივ პრობლემები აქვს და სავარაუდოდ, ხვიჩა სწორედ მასთან იქნება კონკურენციაში. გარდა ამისა, პსჟ კიდევ 1 შემტევის დამატებას აპირებს და ვინც ყველაზე კარგი იქნება, მეტ წუთსაც ის მიიღებს.

- ამბობს ჟურნალისტი.

სრულად წაკითხვა