“პუბლიკის” დირექტორი და თანადამფუძნებელი, ზურა ვარდიაშვილი:
შსს-ს განცხადება გაუვრცელებია, პირადი ნივთების წართმევაზე ინფორმაცია ტყუილია, და პოლიციის დისკრედიტაციააო.
ეს ის შემთხვევაა, როდესაც არავითარი სხვა წყარო არ გვჭირდება ინფორმაციის გადასამოწმებლად, ახლავე ჩამოგითვლით აქციის განმავლობაში ჩვენი ჟურნალისტებისთვის წართმეულ ნივთებს, რომელიც ცხადია არავის დაუბრუნებია. მთლიანობაში ამ ნივთების ღირებულება 20 000-ს აღემატება.
აქვე დავამატებ, რომ კიდევ ორი ტელეფონი წაგვართვეს აქციების დროს, მაგრამ ჩვენმა ჟურნალისტებმა უკანვე გამოგლიჯეს ხელიდან “სამართალდამცველებს.”